Quiz გამოიცანით ცნობილი ქართველების გამონათქვამები 13 ნოემბერი, 12:50
ქვიზი(ვიქტორინა) რომელსაც დღეისთვის ვიცნობთ, რა დროსაც მოთამაშეები ცდილობენ სწორი პასუხი გასცენ კითხვებს სხვადასხვა თუ ერთ თემაზე აგებულს, სათავეს იღებს მე-18 საუკუნიდან.პირველი ცნობები, როგორც ეტიმოლოგია შემონახულია 1780-იან წლებიდან ირლანდიაში.
თავად სიტყვა "ვიქტორინა", რომელიც ჩვენთან მთელი გასული საუკუნის განმავლობაში იყო დამკვიდრებული, მოდის 1928 წლიდან, როდესაც ცნობილმა საბჭოთა ჟურნალისტმა და მწერალმა მიხაილ კოლცოვმა ჟურნალ "ოგონიოკში" გამოაქვეყნა კრებულები, რომლებიც შეიცავდა კითხვარებს, შარადებს, თავსატეხებს და ა.შ. ამ გასართობ სვეტებს ამზადებდა ჟურნალის თანამშრომელი ვიქტორ მიკულინი. ვიქტორისა და მისი გვარის ბოლო ასოების სახელით აეწყო სიტყვა „ვიქტორინა"..დროთა განმავლობაში სიტყვა "ვიქტორინა" თან დაუკავშირეს მის პირდაპირ მნიშვნელობას(ლათინურად- გამარჯვება). ისტორიულად, ვიქტორინები (ქვიზები) გამოიყენება როგორც ინტელექტუალურ- გასართობი თამაშები. 1975 წლიდან ვიქტორინები უკვე სატელევიზიო გადაცემებშიც ჩნდება კონკურსების და და პრიზების თანხლებით. ასევე, ფართოდ გამოიყენება სარეკლამო ხასიათის გასართობი ვიქტორინები, რომლის მიზანია რაიმე საქონლის შეძენაზე ან ღონისძიებაზე აუდიტორიის მოზიდვა. გარდა ამისა, არსებობს მაგალითად IQ ტესტები, საგანმანათლებლო ვიქტორინები, რომლის მიზანია მოთამაშის ცოდნის შეფასება კითხვების სირთულის, პასუხების სიჩქარის, თემებისა და სხვა სფეროების მიხედვით. მოცემულ ქვიზში ცნობილი ქართველების ციტატები და ამონარიდებია, 10 კითხვით და სამი სავარაუდო პასუხით, გისურვებთ წარმატებას! 138 2-ს მოსწონს
|