x
image
ბესო დანელია
100 ლიტრი ლუდი გოლისთვის

imageწარმოიდგინეთ, რომ თქვენ საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი ხართ და თქვენი გუნდი ჩემპიონატის პირველ 5 ტურში ვერ ახერხებს გოლის გატანას.რა უნდა გააკეთოთ?
უკრაინული კლუბის, "ობოლონის" ხელმძღვანელობამ საკმაოდ ორიგინალური ნაბიჯი აირჩია.ყოველ თავის მოთამაშეს, რომელიც უკრაინის ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩში გოლს გაიტანს "მეტალისტის" კარში, 100ლიტრ ლუდს, მისცემს ჯილდოს სახით.ამის თაობაზე ფეხბურთელებს დილის ვარჯიშის დროს აცნობეს.
ამ ინიციატივამ შედეგი გამოიღო და კიევურმა კლუბმა მეტოქეს 3 გოლი გაუტანა, თუმცა საკუთარშიც იმდენივე მიიღო და მატჩი ფრედ დასრულდა. მეტოქის კარში გოლები გაიტანეს და 100-100 ლიტრი ლუდი დაიმსახურეს იგორ პლასტუმმა, ალექსანდრ მაძიუკმა და ივან კოტენკომ. ახლა უკვე სიტყვა კლუბის ხელმძღვანელებზეა. ვნახოთ, შეასრულებენ თუ არა თავიანთ დანაპირებს.

14
33
15-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
33
  
2012, 26 ოქტომბერი, 17:09
++++++++++++++
2012, 24 ოქტომბერი, 22:46
კი ნამდვილად!
2012, 24 ოქტომბერი, 22:44
კარგი სტიმულია
2012, 23 ოქტომბერი, 21:39
+++++++
2012, 23 ოქტომბერი, 21:28
აბა ვინც დააწესებს იმ ნაკრებში გავრბივარ :D
2012, 23 ოქტომბერი, 21:18
მადლობთ!
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10