x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
ამერიკელმა მამაკაცმა თავისი გაუჩინარების ინსცენირება მოაწყო და სავარაუდოდ უზბეკეთში გაიპარა ქალთან
image

მამაკაცმა შტატ ვისკონსინიდან, აშშ, თავისი გაუჩინარების ინსცენირება მოაწყო და ოკეანის გაღმა, ბებერ კონტინენტზე გაიქცა. ამის შესახებ People იუწყება.


სამი შვილის მამა რაიან ბორგურდტი 12 აგვისტოს გაუჩინარდა. მან გრინ ლეიკზე(მწვანე ტბა)კაიაკით გაცურა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი ავტომობილი იქვე ტბასთან მიტოვებული იპოვეს. რვაკვირიანი აქტიური ძებნის შემდეგ, ტბაზე ამობრუნებული კაიაკი და მაშველი ჟილეტი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ მრავალშვილიან მამას ეკუთვნოდა. მოგვიანებით უცნობმა მეთევზემ მწვანე ტბიდან ბორგვარდის ანკესი, საფულე, გასაღებები და მართვის მოწმობა ამოიღო.

imageფოტოზე: გრინ ლეიკი -ვისკონსინი, აშშ.



პოლიციამ უფრო ძირეულად შეუდგა საქმის ძიებას და დაადგინა, რომ მაისში ბორგურდტმა შეიტანა განცხადება პასპორტის დაკარგვის შესახებ, რის შემდეგაც მიიღო ახალი დოკუმენტი. გაუჩინარებამდე მან თანხები გადარიცხა უცხოურ ბანკში, შეცვალა ელექტრონული ფოსტის მისამართი, აიღო სადაზღვევო პოლისი 375 ათას დოლარად და ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა უზბეკეთში ქალთან. გარდა ამისა, მწვანე ტბაზე წასვლის წინა დღეს მან გაასუფთავა კომპიუტერის მყარი დისკი და დათვალიერების ისტორია.

image

ყველა ამ მტკიცებულების მიღების შემდეგ, პოლიციამ განაცხადა, რომ ტბის ფსკერზე ბორგვარდის გვამის ძებნას აზრი არ აქვს. მათი ვარაუდით, მან დაგეგმა საკუთარი გაუჩინარება და გაიქცა სხვა ქვეყანაში. რატომ გააკეთა კაცმა ეს, ჯერჯერობით უცნობია, შესაძლოა მიზეზი ის უზბეკი ქალიც იყოს.


ბორგურდტის საქმეზე პასუხისმგებელმა შერიფმა გაქცეულ მამაკაცს ცოლ-შვილთან დაკავშირება სთხოვა. ”ჩვენ გვესმის, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ არის ოჯახი, რომელსაც სურს მამის დაბრუნება, ” - განაცხადა მან.

0
72
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0