პოლიტიკა "ის აგროვებს ლეშს, ჭამს ძაღლებს, ავარჯიშებს ყვავებს და მის ტვინში ჭია ბუდობდა"-რობერტ ფ. კენედი-უმცროსი 12 ნოემბერი, 16:55
აშშ-ს წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებელმა კანდიდატმა რობერტ კენედი უმცროსმა, ვისკონსინისა და მიჩიგანის ამომრჩევლებს შეეძლოთ მისთვის ხმის მიცემა. სხვათა შორის თავისი ნებით არ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა: რამდენიმე თვე ცდილობდა კანდიდატურის მოხსნას, უზენაეს სასამართლომდეც მივიდა საქმე, მაგრამ ვერაფერს მიაღწია.
ასეთ უცნაურ პოლიტიკოსს პრეზიდენტობაზე პრეტენზია დიდი ხანია და ალბათ არ გამოუთქვამს. ღორის სოლიტერი ცხოვრობდა მის ტვინში, მან ასევე თავზე გადაისხა ვეშაპის მოჭრილი თავიდან აქოთებული სითხე, წვრთნიდა ყვავებს და ჭამდა ძაღლებს. რობერტ ფ.კენედი უმცროსი კენედი ტრადიციული ამერიკელი გავლენიანი პოლიტიკოსების დინასტიის წარმომადგენელია. ის არის აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმისშვილი. პოლიტიკოსის სიძე (ბიძაშვილის ქმარი) იყო არნოლდ შვარცენეგერი, სხვა ნათესავებს შორის არიან საპრეზიდენტო კანდიდატები, კონგრესმენები, სენატორები და ელჩები. შეთქმულების თეორიებისა და ფსევდომეცნიერული თეორიებისადმი მიდრეკილების გამო, კენედი უმცროსი არ სარგებლობს ნათესავების მხარდაჭერით. ახალგაზრდობაში პოლიტიკოსმა მიიღო პირობითი სასჯელი ჰეროინის შენახვისთვის, ასევე პოლიტიკოსს სჯერა ყველაზე დაუჯერებელი შეთქმულების თეორიების. კენედი უმცროსმა თავისი კარიერის დიდი ნაწილი მიუძღვნა ვაქცინაციის წინააღმდეგ ბრძოლას: კერძოდ, მან აცრები შეადარა მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ ბანაკებში ებრაელების ჰოლოკოსტს. ამავდროულად, მისი სხვა განცხადებები საწინააღმდეგოდ ანტისემიტურია: მაგალითად, მას სჯერა, რომ აშკენაზი ებრაელები და ჩინელები, სავარაუდოდ, ნაკლებად მგრძნობიარენი არიან ახალი კოროვირუსული ინფექციის მიმართ, რადგან ის ხელოვნურად შეიქმნა თეთრი და შავი რასის ხალხის განადგურებისთვის. მას ასევე სჯერა, რომ უკაბელო ქსელები ჯანმრთელობისთვის საზიანოა: როგორც პოლიტიკოსმა ჯო როგანის პოდკასტზე განაცხადა, ისინი ტვინს აწყალებს და კიბოს იწვევს. კენედი უმცროსს არც შიდსის არსებობის სჯერა და არ მიიჩნევს მას ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეულ დაავადებად. მისი აზრით, ამერიკულ სკოლებში სროლების მიზეზი "პროზაკი"(ფლუოქდეტინი) და სხვა ანტიდეპრესანტებია, რომლებსაც ექიმები ბავშვებს უნიშნავენ. 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის მიზეზები ასევე უჩენს მას კითხვებს. არჩევნებამდე კენედი უმცროსი მხარს უჭერდა დონალდ ტრამპს. გამარჯვების შემთხვევაში ახალ ადმინისტრაციას შეუერთდება და ჯანდაცვის საკითხებს მიხედავს. მისი წინადადებით ტრამპმა პირობა დადო, რომ იფიქრებს ვაქცინების აკრძალვაზე და დაიწყებს ფტორირებული ონკანის წყალთან ბრძოლას, რომელიც გამოიყენება კარიესის წინააღმდეგ. საპრეზიდენტო რბოლის მწვერვალზე New York Times-ის ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომ კენედი უმცროსის თავში საშიში პარაზიტი იყო დაბუდებული. როგორც გაირკვა, ამის შესახებ მან 2012 წელს განქორწინების პროცესის დროს ისაუბრა. პოლიტიკოსის თქმით, პარაზიტმა მას დაბინდული აზროვნების და მეხსიერების პრობლემები შეუქმნა. რამდენიმე წამყვანმა ამერიკელმა ნევროლოგმა, სკანირების შემდეგ შენიშნა მის ტვინში მუქი ლაქა და დაასკვნეს, რომ მას სიმსივნე ჰქონდა. კენედი უმცროსი უკვე დათანხმდა ოპერაციაზე, როცა ერთ-ერთმა ექიმმა განსხვავებული აზრი გამოთქვა. მან ივარაუდა, რომ ფოტოებზე მუქი ლაქა იყო არა სიმსივნე, არამედ ტვინის პარაზიტის ნაშთები. მართლაც რობერტ კენედი უმცროსს ტვინში მკვდარი ღორის სოლიტერის ნაშთები აღმოუჩინეს, რომელმაც ტვინის ნაწილის შეჭმა მოაწრო და მოკვდა.პოლიტიკოსს ოპერაცია აღარ დასჭირდა, როგორც თავად ამტკიცებს მეხსიერება და აზროვენება ნელ-ნელა აღუდგა, თუმცა მისი საქციელიდან გამომდინარე ეს ძნელად დასაჯერებელია. ერთ დღეს კენედი უმცროსმა შეიტყო, რომ მასაჩუსეტსის სანაპიროზე მკვდარი ვეშაპი გამორიყა. ის შემთხვევის ადგილზე მივარდა, ბენზოხერხით შეიარაღებულმა პატარა, 6 წლის ქალიშვილის თვალწინ დაჭრა გვამი. ვეშაპის თავი მანქანის სახურავზე დადო და სახლში წავიდა. ნიუ-იორკის შტატამდე მგზავრობას დაახლოებით ხუთი საათი დასჭირდა. "ყოველ ჯერზე, როცა გზატკეცილზე სიჩქარეს ვუმატებდით, მანქანის ფანჯრებზე ვეშაპის ცხიმი ეწუწებოდა და ეს იყო ყველაზე აქოთებული რამ პლანეტაზე. ჩვენ ყველანი ვისხედით და თავზე პოლიეთილენის პარკები გვქონდა ჩამოცმული და პირთან ნახვრეტები გვქონდა გაკეთებული, რომ გვესუნთქა. გზატკეცილზე ხალხი შუა თითს გიჩვენებდა, მაგრამ ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი დღე იყო."(კიკ კენედი, პოლიტიკოსის ქალიშვილი) კიკ კენედიმ ეს ამბავი პირველად 2012 წელს გაავრცელა, ჟურნალ Town & Country-თან ინტერვიუს დროს. კენედი-უმცროსი ყოველთვის აღიარებდა, რომ უყვარდა ლეშების შეგროვება. კიდევ ერთი შემთხვევა დათვის ლეშს შეეხება.2014 წელს კენედის თქმით, ის ნადირობდა მდინარე ჰუდსონის ხეობაში, როცა ახალგაზრდა დათვს წააწყდა, რომელსაც მანქანა დაეჯახა. "მანქანაში მქონდა ძველი ველოსიპედი, რომლის გადაგდება მთხოვეს და მე ვთქვი: „მოდით, დათვი ცენტრალ პარკში წავიყვანოთ და ისე გავაკეთოთ, თითქოს ველოსიპედს დაეჯახა“.(რობერტ ფ. კენედი უმცროსი) დათვის ლეშის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი გაზეთების პირველ გვერდზე გამოჩნდა და ამ საქმეს მედიის მხრიდან ფართო გაშუქება მოჰყვა, რამაც სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების დაწყებისკენ უბიძგა. კენედი უმცროსმა მოგვიანებით აღიარა, აწუხებდა ის, რომ თითის ანაბეჭდები დატოვა. მაგრამ გამოძვრა: მისთვის ბრალი არასოდეს წაუყენებიათ. ამით არ მთავრდება კენედი უმცროსის შიზოფრენია, გამოცემა Vanity Fair-მა 2023 წელს გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის შემწვარ ძაღლს ჭამს.ფოტო 2010 წლით თარიღდება. კენედი უმცროსის საპრეზიდენტო კამპანიის წარმომადგენელმა სტეფანი სპირი მოგვიანებით ისიც აღიარა, რომ პოლიტიკოსი ყვავები ყავს მოშინაურებული და წვრთნის მათ. და დონალდ ტრამპი სწორედ ამ შერეკილისთვის ჯანდაცვის ჩაბარებას აპირებს? 283 2-ს მოსწონს
|