საზოგადოება „გრეტა თუნბერგი ცხოველთა ფერმების აკრძალვას ითხოვს, ქართველმა მწვანეებმა ხინკალზე დაპატიჟეს“ - გურამ მეგრელიშვილი 12 ნოემბერი, 13:01
.
მწერალი გურამ მეგრელიშვილი შვედი აქტივისტის, გრეტა თურნბერგის თბილისში ვიზიტისა და ქართველი გარემოს დამცველების მასპინძლობის შესახებ სოციალურ ქსელში ხუმრობანარევ სტატუსს აქვეყნებს:
.
„გრეტა თუნბერგი, რომელიც მოწოდებით გამოდის ცხოველთა ფერმები აიკრძალოს მსოფლიოში, ქართველმა მწვანეებმა ვახშამზე ხინკლის საჭმელად დაპატიჟეს. . ეს ჰედლაინი უნდა გაიტანოს NY times-მა და წლის ყველაზე მოკლე ნოველის პრიზს აიღებს, სადაც ჩანს პროტაგონისტიც, გარემოც, ქვეყანაც, იდეაც და ხინკლის შესანიშნავი რეკლამაც იქნება. . არადა, შეიძლებოდა მომხდარიყო კიდეც“ - წერს გურამ მეგრელიშვილი. . ცნობისთვის, შვედი აქტივისტი, გრეტა თუნბერგი საქართველოში 4 ნოემბერს ჩამოვიდა და იმავე დღეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზეც გამოჩნდა. დღეს, 11 ნოემბერს თვითონ დააანონსა აქციის მოწყობა თავისუფლების მოედანზე. გავრცელებული ინფორმაციით, თუნბერგი საქართველოში თავისი ინიციატივით ჩამოვიდა და სურს, რომ გაერთიანდეს აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ აქტივისტებთან და მსოფლიოს ყურადღება მიაპყროს აზერბაიჯანში COP29-ის ჩატარების პრობლემატურობას, ის ჯერ თბილისში ეხმარება აზერბაიჯანელ აქტივისტებს მცირე საპროტესტო აქციის მოწყობაში და მერე უკვე სომხეთში მიდის, იქაურ აქტივისტებთან ერთად აქციების დასაგეგმად. . გრეტა თუნბერგის სტატუსი: . „შემოგვიერთდით ჩვენს მიტინგზე ავტორიტარიზმის ტალღისა და ექსპლუატაციის წინააღმდეგ, რომელიც კავკასიას მოედო. აზერბაიჯანი, COP29-ის ფასადად გამოყენებით, კონტროლს აძლიერებს ყალბი „მწვანე“ დღის წესრიგის ქვეშ, ძალაუფლებას უფრო მეტად ებღაუჭება და რეგიონულ დაძაბულობას ამწვავებს. 20 წელზე მეტია, აზერბაიჯანის რეჟიმი ალიევის ხელმძღვაბელობით, ხალხს ჩაგრავს, ხელს უწყობს სიღარიბეს, შიშსა და სიჩუმეს. ეს ავტორიტარული ტენდენცია არ არის იზოლირებული - რეგიონის მასშტაბით ივანიშვილის, პუტინის, ერდოღანის მსგავსი ადამიანები, ირანის თეოკრატიული რეჟიმი აძლიერებენ კონტროლს, ახშობენ განსხვავებულ აზრს, ავიწროებენ საკუთარ ხალხს და იყენებენ ომსა და ეთნიკურ წმენდას სომხების, უკრაინელების, ქურთების და სხვა ეთნიკური უმცირესობებს წინააღმდეგ სასტიკი პოლიტიკის გასამართლებლად. ამ სისტემის პირობებში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა დაყვანილია კორპორაციული მოგების სქემებამდე, რითაც ხდება ხალხის საჭიროებების იგნორირება და თემების განადგურება. . კოლექტიური დასავლეთის როლი ამ ავტორიტარულ ტენდენციაში უდაოა, რადგან ის აგრძელებს მჩაგვრელი რეჟიმების ლეგიტიმაციას და დაფინანსებას ენერგიისა და მოგების მიზნით. რესურსების სანაცვლოდ ჩაგვრაზე თვალის დახუჭვით, დასავლური ძალები თანამონაწილენი არიან იმ რეპრესიებისა და ტანჯვის, რომელსაც კავკასიის ხალხი აწყდება. კავკასიის ფემინისტური ომის საწინააღმდეგო მოძრაობა ითხოვს ავტორიტარიზმისგან, ომისა და კაპიტალისტური სიხარბისაგან თავისუფალ მომავალს. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეალურ თავისუფლებას, თანასწორობას, სამართლიანობას და რეგიონს, სადაც პირველ ადგილზეა ხალხი და არა მოგება“, - წერს გრეტა თუნბერგი. . გრეტა თუნბერგის თბილისში ჩამოსვლით გაკვირვებულია მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავაც: . “ეს გრეტა რაღად გინდოდათ ოპოზიცია რას თამაშობთ საერთოდ?!!!!
ჩასწორება - რა ტრაკს ათამაშებთ?
(ყველგან ტრაკი რომ ფიგურირებს )
.
ეჰ …. ჩემი ქართული ოცნებაა კოალიციური მთავრობა ღმერთო ამიხდინე ეს ოცნება და თუკი გრეტა ამას უშველის ბოდიშს მოვუხდი სახალხოდ...
ჩასწორება - ტრაკზე ვაკოცებ გრეტას. არასამთავრობოემბმა ჩამოიყვანესო ოპოზიციის დასახმარებლად
.
ყველა ტრაკული კომენტარი სადაც უნდათ რომ მე ჭკუა მასწავლონ დაიბლოკება ! მე ჩემი აზრი მაქვს და ამ აზრს ვდებ ჩემს კედელზე და არა თქვენზე !!!! –– წერს ია ფარულავა.
.
40 შეფასება არ არის
|