x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გერმანელი პოლიტიკოსი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნა ფოტო სე@ს-თოჯინასთან ერთად და SS-ის სიმბოლოებით
image

გერმანელი პოლიტიკოსი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნა ფოტო სექს-თოჯინასთან ერთაფ და ფაშისტური SS-ის სიმბოლიკით.
ჩრდილოეთ გერმანიაში პოლიტიკოსი იძულებული გახდა გადამდგარიყო სექს-თოჯინასთან ერთად გადაღებული სკანდალური ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრმა, დელმენჰორსტიდან, ბიულენტ ბიუიქბაირამმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც გამოსახულია შიშველი სექს-თოჯინა, რომელსაც კისერზე თოკი აქვს მობმული და შუბლზე აწერია სიტყვები „ჩაჯ..მული სანკტ-პაული“. ამავე დროს, ასო "S"-ის ფორმა ნაცისტური SS-ის სიმბოლოებს აღნიშნავდა.
ამის საპასუხოდ, ჰამბურგში დაფუძნებულმა ბუნდესლიგის საფეხბურთო კლუბმა "სანკტ პაულ"-მა განაცხადა, რომ განიხილავს იურიდიულ სარჩელს. ამის შემდეგ ბიუიქბაირამმა ბოდიში მოიხადა და დატოვა ყველა თანამდებობა, რომელიც ეკავა. ”ეს იყო სისულელე, შეცდომა. სერიოზულ მუქარებს ვიღებ. ბოდიში მოვუხადე სანკტ პაულს“, - თქვა მან ინტერვიუში.
საფეხბურთო კლუბი "სანკტ პაული" 1910 წელს შეიქმნა ჰამბურგში, სანკტ-პაულის რაიონში, 2003 წლიდან კლუბი თამაშობდა რეგიონლიგაში, 2010 წელს ბუნდელიგაში გადავიდა, თუმცა ისევ გავარდა, 2024/2025 წლების სეზონზე დაუბრუნდა ბუნდესლიგან, 10 ტურის შემდეგ გუნდი ამჟამად ბოლოდან მესამე ადგილზეა(მე-16 პოზიცია)
0
53
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0