საზოგადოება "იმპელ დეველოპმენტი" - დეველოპერული კომპანია, რომელიც პირველივე პროექტით EBRD-ის "მწვანე სერთიფიკატის" ნომინაციაში წარადგინეს 12 ნოემბერი, 10:38
2023 წელს ქართულ ბაზარზე ახალი დეველოპერული კომპანია, "იმპელ დეველოპმენტი" გამოჩნდა. დღევანდელ დღეს მაღალი კონკურენციის პირობებში, საკმაოდ რთულია მოწინავე პოზიციის დაკავება, მაგრამ "იმპელ დეველოპმენტს" აქვს მნიშვნელოვანი და განსხვავებული კრიტერიუმები, რაც მას გამორჩეულსა და უკონკურენტოს ხდის. ამაში კი, ჩვენი მაღალპროფესიონალური გუნდი, ინოვაციური სამშენებლო მიდგომები და უმაღლესი ხარისხის მასალა გვეხმარება. "იმპელი" ქმნის მაღალკონკურენტულ გარემოს და მუდმივად მიისწრაფის გახდეს წამყვანი კომპანია სამშენებლო სფეროში.
ჩვენი მიზანია, შევქმანათ ისეთი საცხოვრებელი გარემო, სადაც მობინადრეები კომფორტულად და დაცულად იგრძნობენ თავს. მობინადრეებს შესაძლებლობა ექნებათ კომპლექსიდან გაუსვლელად ერთ სივრცეში ისარგებლონ მათთვის ყველა საჭირო ობიექტით. "იმპელ დეველოპმენტი" ქმნის ცხოვრების ახალ ევროპულ სტილს, სადაც ჩვენს მობინადრეებს უამრავ ბენეფიტებს ვთავაზზობთ. ენერგოეფექტურობა, ეკო მასალები და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, 24- საათიანი დაცვა, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც კომპანია საკუთარ მობინადრეებს ჰპირდება. "იმპელ დეველოპმენტის" მიმდინარე პროექტი, რომელსაც "იმპელ ვერდე" ჰქვია, შენდება ვარკეთილში, გიორგი აბაშვილის 7 ნომერში, 32 ათას კვ მ-ზე, აქედან 10 ათას კვ.მ-ზე გაშენებული იქნება ბულვარი, სადაც მობინადრეებს დახვდებათ სპორტული მოედნები, ფიტნეს დარბაზები, ბავშვთა სათამაშო სივრცეები, სკვერები, კაფე-ბარები, სუპერმარკეტები და სპეციალურად შექმნილი უნიკალური დენდროლოგიური ბაღი. პროექტში "იმპელ ვერდე" ამ ეტაპზე სულ 4 ბლოკის გაყიდვები მიმდინარეობს, ესენია: მე-3, მე-5, მე-6 და მე-7. მე-3 ბლოკში სულ 119 ბინაა - აქედან გაყიდულია 57%, - 4096, 90 კვ.მ და სრულდება 2027 წლის დეკემბერში. მე-5 ბლოკში სულ 159 ბინაა- აქედან გაყიდულია 70% - 5 777, 7 კვ.მ, აღნიშნული ბლოკის მშენებლობა სრულდება 2024 წლის ნოემბერში. მე-6 ბლოკში სულ 147 ბინაა - აქედან გაყიდულია 57% - 4 654 კვ.მ, აღნიშნული ბლოკის მშენებლობა სრულდება 2024 წლის დეკემბერში. ხოლო მე-7 -ში სულ 141 ბინა -აქედან გაყიდულია 68% - 5580, 6 კვ.მ, აღნიშნული ბლოკის მშენებლობა კი 2025 წლის დეკემბერში დასრულდება. მეორე და მეოთხე ბლოკების პროექტირება უკვე დასრულებულია და მათი მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტი სრულად 2027 წელს დასრულდება, სადაც 6 საცხოვრებელი და ერთი კომერციული შენობა იქნება. აღსანიშნავია, რომ პირველი ბლოკი სრულად იქნება კომერციული. თითო ბლოკი 12-სართულიანია, რომელსაც 2 სადარბაზო აქვს, რაც მობინადრეების გადაადგილებისთვის კიდევ უფრო მეტ კოფორტს ქმნის. "იმპელ ვერდე" ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრიდან "ისთ ფოინთიდან" 4 წუთის, ხოლო მეტრო ვარკეთილიდან 8 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. "იმპელ ვერდეს" პროექტი ესთეტიურობით, დახვეწილი არქიტექტურითა და განსხვავებული სტილით გამოირჩევა. როგორც უკვე აღინიშნა, პროექტს კიდევ უფრო კომფორტულსა და გასაოცარს მარადმწვანე ბულვარი ხდის, რომელიც 800 უნიკალური ნარგავისგან შედგება. ცნობისთვის, "იმპელ ვერდეს" კომპლექსში ბინები გათვალისწინებულია, როგორც საცხოვრებლად ასევე საინვესტიციოდ. "იმპელ დეველოპმენტის" მეორე პროექტი "იმპელ გლდანი", გლდანში მიხეილ ხერგიანის 13/15 ნომერში შენდება და პროექტი მისი უნიკალური მდებარეობით გამოირჩევა. 3300 კვ.მ-ზე გაშენებული გამწვანებული გარემო, ახლოს მდებარე საფეხბურთო მოედნები, საბავშვო ბაღი, სკოლა და კომერციული სივრცეები, მობინადრეების ცხოვრებას კიდევ უფრო მშვიდსა და კომფორტულს ხდის. "იმპელ გლდანი" მეტროდან 10 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს, რაც ბინის შეძენის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. "იმპელ დეველოპმენტის" პრემიუმ კლასის 9-სართულიანი პროექტი, რომელსაც "იმპელ გლდანი" ჰქვია, სრულად 2025 წლის ოქტომბერში დასრულდება. შენობა ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის მდგრადი მასალით შენდება. "იმპელ დეველოპმენტის" მთავარი სტრატეგიული პარტნიორი "თიბისი ბანკია" და ის სრულად აფინანსებს კომპანიის მიმდინარე პროექტებს. R 54 შეფასება არ არის
|