x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
მკვლელობა, თუ თვითმკვლელობა? – დეტექტიური გამოცანა (პასუხი აქვს)

image


მას შემდეგ, რაც რძის მაღაზიაში გამყიდველმა შენიშნა, რომ მისმა ერთ–ერთმა მომხმარებელმა, ბ–მა პლანკმა, რძე არ წაიღო, რომელსაც ყოველდღე ყიდულობდა. ხოლო, ფოსტალიონმა ნახა, რომ მისი საფოსტო ყუთი გადავსებული იყო, ამის შესახებ, ინსპექტორ ვარნიკეს ეცნობა.

ინსპექტორი მაშინვე, თავის თანაშემწესთან ერთად, ბ–ნი პლანკის სახლისკენ წავიდა, რომელშიც ის მარტო ცხოვრობდა. თოვლი, რომელიც ეზოში იდო, იმაზე მიანიშნებდა, რომ რამდენიმე დღის მანძილზე, სახლში არავინ შესულა. ინსპექტორი კართან მივიდა. ის ღია იყო და ვარნიკე სახლში შევიდა. მან და მისმა თანაშემწემ სახლი დაათვალიერეს, მაგრამ პატრონი არსად ჩანდა. ბოლოს, ერთი ოთახის კარი დაკეტილი ნახეს. უხეში, მაგრამ იმ სიტუაციაში, კანონიერი ძალის გამოყენებით, ინსპექტორმა და მისმა დამხმარემ კარი შეამტვრიეს და ოთახში შევიდნენ. რაც მათ იქ ნახეს, – ნამდვილად რომ საშინელება იყო. პლანკი, ჭერზე კაუჭზე მიბმულ თოკზე ეკიდა, ხოლო იატაკზე, გვამის ქვეშ, გუბე იყო.

რა მოხდა? – მკვლელობა, თუ თვითმკვლელობა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იყო საჭირო. ოთახში არაფერი იყო – არც სკამი, არც მაგიდა, არც კიბე – საერთოდ არაფერი... პოლიციელების მიერ შემტვრეული კარი, შიგნიდან იყო ჩაკეტილი, გასაღებიც კი, საკეტში იყო ჩატოვებული. გარდა ამისა, ფანჯრებს გისოსები ჰქონდა. ამიტომ, გაუგებარი იყო, როგორ მოხვდა პლანკი მარყუჟში, თუ ოთახში ისეთი არაფერი იდგა, რაც მას ჩანაფიქრის განხორციელებაში დაეხმარებოდა?..

ინსპექტორმა ვარნიკემ კიდევ ერთხელ დაათვალიერა ცარიელი ოთახი, ყველა ფაქტი ერთმანეთს დაუკავშირა და განაცხადა: «ეს თვითმკვლელობაა!».


კითხვა: რატომ მივიდა ინსპექტორი ამ დასკვნამდე?imageპასუხი:


პლანკმა ეზოდან სახლში თოვლი შეიტანა და მისგან ბორცვი გააკეთა, შემდეგ მასზე ავიდა და თავი მარყუჟში გაყო. რამდენიმე დღეში, თოვლი გადნა და იატაკზე გუბე დადგა.


imageარხის სხვა სიახლეები:


* სად გაქრა XIX ს. აღმოჩენილი არქეოლოგიური მტკიცებულება, გიგანტების არსებობის შესახებ?

* ქუჩის ხელოვნების 30 შთამბეჭდავი მაგალითი, ურბანული ობიექტების გამოყენებით

* რა ერქვა სინამდვილეში იესო ქრისტეს?

* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას



0
196
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0