x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ილონ მასკის ტრანსგენდერ ქალიშვილს აშშ-ს დატოვება სურს ტრამპის გამარჯვების შემდეგ
image

ილონ მასკის სქეს შეცვლილ ქალიშვილს ტრამპის გამარჯვების შემდეგ აშშ-ის დატოვება სურს.


მედია მიზეზად ტრამპის არჩევნებში გამარჯვებას ასახელებს.


მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, 20 წლის ვივიან ჯენა უილსონი, აშშ-ს დატოვებას გეგმავს.



გასულ წელს მან სქესი შეიცვალა და ქალი გახდა, წელს კი ქვეყნის შეცვლას აპირებს.




სოციალურ ქსელ Threads-ის საკუთარ გვერდზე უილსონმა განაცხადა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა სხვაგან გადასვლაზე, მაგრამ ამერიკელების არჩევანმა გადამწყვეტი ნაბიჯისკენ უბიძგა.


შეგახსენებთ, რომ მამამისი აქტიურად მონაწილეობდა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში, იგი მხარს უჭერდა რესპუბლიკელ კანდიდატს.


”მე ვერ ვხედავ საკუთარ მომავალს შეერთებულ შტატებში. მაშინაც კი, თუ ის [ტრამპი] თანამდებობაზე მხოლოდ 4 წელი დარჩება, მაშინაც კი, თუ ანტიტრანსგენდერული კანონები ჯადოსნურად არ ამოქმედდება. ხალხი, ვინც ნებაყოფლობით მას ხმა მისცა, უახლოეს მომავალში ვერსად წავლენ“, - დაასკვნა უილსონმა.


უილსონს არ უთქვამს, რომელ ქვეყანაში აპირებს გადასვლას.


ცნობილია, რომ ვივიანი დაიბადა 2004 წელს წელს ილონ მასკის და მწერალ ჯასტინ უილსონის კავშირის შედეგაც


მაშინ ვივიანს, რომელსაც ჰყავს ტყუპისცალი, გრიფინი, ერქვა ქსავიერ ალექსანდრე მასკი.

image

მილიარდერის ტრანსგენდერმა ქალიშვილმა სახელის შეცვლაც ბიოლოგიურ მამასთან „ნებისმიერი ფორმით ნათესაობის“ განშორების სურვილით ახსნა.

0
279
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0