x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მეგობრებო, ქოცებს რომ დავცინით ახლა ჩვენც იგივეს რომ ვაკეთებთ, ეგ ამბავი როგორაა?"- რას წერს ნიკა გვარამია

image


"ახალის" თანადამფუძნებელი, ნიკა გვარამია თავისუფლების მოედანზე "დაიტოვეს" მიერ გამართულ მსვლელობა - მარშს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"მეგობრებო, ქოცებს რომ დავცინით/ვაკრიტიკებთ, თავებს ითვლიანო, ახლა ჩვენც იგივეს რომ ვაკეთებთ, ეგ ამბავი როგორაა?


გამათავისუფლებელი მოძრაობა არაა ყოველ დღე ასი ათასიანი მიტინგები, თუ არა და, ბელორუსში ყოველდღე 300-400 ათასი ადამიანი იკრიბებოდა და შედეგი არ დადგა.


გონივრულად, გეგმაზომიერად, და რაციონალურად დაგეგმილი წინააღმდეგობის ცენტრები და სხვადასხვაგვარი აქტივობები – ესაა შედეგზე ორიენტირება.


სულ უნდა გვახსოვდეს: ჩვენ გვჭირდება შედეგი და არა სვხადასხვა მედიებში (უცხოურშიც) ფოტოებით და კადრებით თავმოწონება და ხბოს აღტაცება.


არც ერთი შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, ამიტომაც დრო გადის ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად.


შედეგი აუცილებლად დადგება: ჩვენ დავიბრუნებთ მოპარულ ხმებს! ჩვენ დავიბრუნებთ სამშობლოს!


ხო მართლა: ახლა არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი გამბედაობა და დაუზარლობა."– ვკითხულობ ნიკა გვარამიას პოსტში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჯგუფმა "დაიტოვე" აქცია-მსვლელობა გამართა, რომლის მონაწილეებიც, ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტის მსგავსად, მიიჩნევენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ისინი საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოიითხოვენ.


"დაიტოვეს" ორგანიზებულ აქციას სტუდენტებთან, სამოქალაქო სექტორთან და მოქალაქეებთან ერთად პროევროპული ოპოზიციური პარტიები - "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველო და ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობაც" შეურთდა.


"დაიტოვეს" ორგანიზებით დღეს აქციები საქალაქო სასამართლოსთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიმართება.


ცნობისთვის, დღეს, 10 საათზე, ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაციებს უმასპინძლებს. 13:00 საათზე კი თბილისის საქალაქო სასამართლოში 400-ლარიანი ჯებირის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესია ჩანიშნული.








0
200
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
200