x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138386
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512063
მოპარული ბუდა – დეტექტიური გამოცანა (პასუხი აქვს)

image


ფენომენალურმა კრიმინალურმა გამჭრიახობამ, ინსპექტორ ვარნიკეს დიდი პოპულარობა მოუტანა მთელ მსოფლიოში. ამას კიდევ ერთხელ მოწმობს ის ფაქტი, რომ ტაძრის ძარცვის საქმის გამოსაძიებლად, მას სულთანმა სუვარმაც კი მიმართა.

ინსპექტორი ვარნიკე დანაშაულის ადგილზე სულთნის მიერ გაგზავნილი თვითმფრინავით ჩავიდა. იქ მან ერთადერთ მოწმეს — ტაძრის მცველ ტალებას სთხოვა, დეტალურად მოყოლა, რაც ტაძარში იმ დღეს მოხდა.

«აქ, ჩვენი ტაძრის ყველაზე ძვირფასი განძი, 60 სმ–ს სიმაღლის ოქროს ბუდა იდგა, — თქვა ტალებამ და ტაძრის ცენტრში მდებარე კვარცხლბეკზე მიუთითა — მის ღირებულებას ისიც ზრდის, რომ ქანდაკებას თვალების ადგილზე, ყვითელი ბრილიანტები აქვს. ამიტომ, მას ყოველთვის ვიღაც იცავდა. ინციდენტის დღეს კი, ეს პასუხისმგებლობა მე მეკისრებოდა. უკვე ტაძრის დაკეტვას ვაპირებდი, რომ თავში დარტყმა ვიგრძენი და გონება დავკარგე. აზრზე რომ მოვედი, დავინახე, რომ სულთნის მუნჯი მსახური ნირვა, ზურგზე ტომრით, ახლომდებარე ტყისკენ გარბოდა და შემდეგ, თვალს მოეფარა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მკაცრად დავკითხეთ, სამალავის მდებარეობა აქამდე არ გაუმხელია».

«ნირვას არ შეუძლია ამის გაკეთება, — უპასუხა მას ინსპექტორმა, — რადგან ქანდაკება მან კი არა, თქვენ მოიპარეთ».


კითხვა: როგორ მიხვდა ინსპექტორი ვარნიკე, რომ ქანდაკება ტალებუმ მოიპარა?image


პასუხი:


ნირვა, სუფთა ოქროსგან დამზადებულ, 60 სმ-იანი ბუდას წაღებას ვერ შეძლებდა, თან სხვისი დახმარების გარეშე, რადგან მიახლოებითი გათვლებით, ქანდაკება, 100 კგ–ს მაინც იწონიდა. ხოლო, ტალებას საკმარისი დრო ჰქონდა, რომ თავისი მორიგეობის დროს, ბუდას ქანდაკება მოეპარა და დაემალა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ქუჩის ხელოვნების 30 შთამბეჭდავი მაგალითი, ურბანული ობიექტების გამოყენებით

* რა ერქვა სინამდვილეში იესო ქრისტეს?

* მიაშენეს, მიახატეს და მიითვისეს – რატომ გვიმალავს ეგვიპტის ხელისუფლება წინამორბედი ცივილიზაციის მიღწევებს?

* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას



0
105
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0