x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
ტრამპი უკრაინის ომის მშვიდობიანი მოგვარების გეგმას განიხილავს
image
ტრამპის გეგმა ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებების გაყინვას ითვალისწინებს. მას ევროპული ძალები უნდა პატრულირებდნენ ამერიკელების მონაწილეობის გარეშე.



რუსეთ-უკრაინის ომის გაყინვის ფარგლებში, აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა მოუწოდოს ევროპულ და ბრიტანელ ჯარებს ორ ქვეყანას შორის 1300 კილომეტრიანი ბუფერული ზონის უზრუნველყოფისკენ. ეს გეგმა, როგორც The Telegraph წერს, ერთ-ერთია იმ რამდენიმედან, რომელსაც ამერიკელი პოლიტიკოსი განიხილავს.




ტრამპის გეგმა, რომელიც სამმა თანამშრომელმა გამოაქვეყნა, გულისხმობს ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გაყინვას და უკრაინის შეთანხმებას, რომ გადადოს ნატოში გაწევრიანების გეგმები 20 წლით. ამის სანაცვლოდ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უნდა მიაწოდოს საკმარისი იარაღი, რათა მოსკოვი საომარი მოქმედებების განახლება შეაჩეროს.




შეერთებული შტატები არც ჯარს შეიყვანს პატრულირებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ბუფერულ ზონაში, არც დააფინანსებს მის მისიას, რადგან თვლის, რომ ტვირთს საკუთარ თავზე აიღებს საფრანგეთ, ბრიტანეთი, პოლონეთი და გერმანია.




„ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ სწავლება და სხვა მხარდაჭერა, მაგრამ თოფის ლულა ევროპული იქნება.“ - თქვა ტრამპის გუნდის ერთ-ერთმა წევრმა და დასძინა, რომ შეერთებული შტატები არ გაგზავნის ამერიკელებს უკრაინაში მშვიდობის შესანარჩუნებლად მისი საფასურის გადახდით.




აღნიშნული გეგმა გაჩნდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსვლის შემდეგ ვალდაის სადისკუსიო კლუბის შეხვედრაზე, როდესაც კრემლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ის იმედოვნებს ურთიერთობების აღდგენას შეერთებულ შტატებთან და დაამატა, რომ ბურთი ვაშინგტონშის მხარესაა.

0
175
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0