x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139081
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
ლალი ბასილაშვილი: ლეგენდა სოფელ სამთაწყაროზე

image
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ “სამთაწყაროს”შესახებ დღემდე ცოცხლობს თქმულება.(საერთოდ ლეგენდებისა და თქმულებების ამბები ოდესღაც მოხდა და კაცობრიობის მეხსიერებას შემორჩა, მასში არის ჭეშმარიტების მარცვალიც).
“მე 17 საუკ-ში კახეთის ერთ-ერთ დაბას, რომელიც კახთა სადროშოს სარდალს ეკუთვნოდა, მტრის ხშირი თარეშები აწუხებდა, სადროშოც გმირულად იგერიებდა მოძალებულ მტერს. სარდალი ხანში შესულიყო, თვალისჩინიც აკლდა და აღარც მკლავი ერჩოდა, ჟამთა სვლას მისგან თავისი ხარკი აეღო.
სამაგიროდ მოხუც სარდალს სამი ვაჟკაცი მოსწრებოდა, ერთ-ერთმანეთზე ახოვანნი და ვაჟკაცნი: დერი, გიზო და ლელი. მამამ იხმო შვილები და მიმართა: სადროშოს სხვას ნუ დაუთმობთ, მკლავიც გიჭრით და ხმალიც, წინაპრების სახელი არ შეარცხვინოთო…..
მოხუცი სარდალი მალე გარდაიცვალა, ხალხმა მის შვილებს გვარსახელად სარდალიშვილები დაანათლა. ერთხელ ძმებმა ალაზნის ტყიანში მოინადირეს, სიღრმეში მოუხდათ შესვლა, დაღლილებს წყალი მოსწყურდათ, მაგრამ სად იყო წყალი?
ძმებმა გეზი ალაზნისკენ აიღეს, მათ ღელის პირას წყარო შენიშნეს. უსახელოდ ხომ არ დავტოვებთ წყაროს, თქვეს ძმებმა ჩვენ ხომ ვართ განუყრელი ძმები, სახელიც განუყრელი უნდა დაერქვას “ სამთა წყარო” მათი დაბა- სოფელი შაჰ-აბასის ლაშქარმა აიკლო, აღგავა მიწისაგან პირისა. გადარჩა წყარო, მოშენდა სოფელი, ბინა დაიდეს გადარჩენილმა სარდლიშვილებმა, მამა-პაპას არ უღალატეს, გაჩნდნენ სხვანიც და სხვანიც." - წერს დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მთავარი სპეციალისტი ლალი ბასილაშვილი
0
25
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0