მუსიკა მოდელი ნეკა დოროყაშვილი სულ მალე მომღერლად მოგვევლინება 9 ნოემბერი, 15:41 სულ მალე ქართულ მუსიკალურ შოუბიზნესში ახალი სახე გამოჩნდება და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს მოდელი ნეკა დოროყაშვილი იქნება. როგორც თავად ამბობს, ალბომზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს, სტუდიაში წერს სიმღერებს და არა მარტო საქართველოს, არამედ ქვეყნის გარეთაც აპირებს სასიმღერო კარიერაში მყარი ნაბიჯები გადადგას.თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი გაიგებთ ინტერვიუს ნაწყვეტიდან, რომელიც მოდელმა ჟურნალ "თბილისელებს" მისცა. -ძალიან აქტიურად დავიწყე ზრუნვა ჩემი სამოდელო და ინფლუენსერის კარიერის განვითარებაზე. ასევე, დავიწყე „ინსტაგრამზე“ გააქტიურება და დღეს უკვე ხუთასი ათასამდე გამომწერი მყავს. ამისთვის მართლა ბევრი შრომა დამჭირდა. ექვსი თვე „ბოლივუდში“ მომიწია ცხოვრება, მქონდა გადაღებები, კონტრაქტები. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო იყო ჩემი „ბოლივუდური“ ცხოვრება, გარდა ფინანსებისა და აქტიური საქმიანობისა, უდიდესი გამოცდილება მომცა, საერთოდ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. ჩემთვის მაგიური ენერგეტიკის მატარებელი იყო ინდოეთის მიწა. და, ზუსტად იქ გაჩნდა იდეა, სერიოზულად მეფიქრა სასიმღერო კარიერისთვის. მოდელები „ბოლივუდის“ ერთ-ერთ წვეულებაზე ვიყავით მიწვეული და იქ ვიმღერე, როგორც სტუმარმა. ძალიან დაინტერესდნენ და მეორე დღეს ჩვენს სააგენტოს მისწერეს: ამ გოგონას აქვს ნიჭი, გარეგნობაც ხელს უწყობს და კარგი იქნება, ამ კუთხითაც ვიფიქროთ მისი ნიჭის რეალიზებაზეო. ოცნება კი მქონდა სცენაზე სიმღერა, მაგრამ სხვა თემებით ვიყავი დაკავებული, ვერ წარმომედგინა ამ კუთხით ჩემი თავი და შოკი მივიღე. მოკლედ, ინდოეთში დაიწყო ჩემი ოცნების ფრთაშესხმა, რომ შოუბიზნესში გამოვჩენილიყავი. ჩამწერეს, მომისმინეს და მითხრეს: მოდი, აღმოვაჩინოთ შენი მიმართულება სასიმღერო კარიერაში და ჩვენ ყველანაირად შეგიწყობთ ხელს, რომ სიმღერა დაიწყო – კარგად გამოგდისო. თავიდან ცოტა ეჭვი მეპარებოდა, ნეტავ, რასაც მეუბნებიან, მართლა ასეა-მეთქი (იცინის). ეს მოხდა ორწელიწად-ნახევრის წინ. შევთანხმდით, რომ ჩამოვიდოდი საქართველოში, მოვიფიქრებდი და პასუხს ვეტყოდი. მოვემზადე ვოკალში და ახლა, უკვე დაწყებული მაქვს თანამშრომლობა ჯგუფთან და სტუდიაში ინგლისურენოვან სიმღერებს ვწერ. თუმცა, ალბომში აუცილებლად შევა ერთი ქართული სიმღერაც, რომელშიც ჩვენი ერის კულტურის შტრიხები იქნება წამოწეული. ასე რომ, სულ მალე ჩემი პირველი ალბომიც გამოვა. უახლოეს სამ თვეში კლიპის გადაღებასაც ვგეგმავთ და ქართულ შოუბიზნესში ამ კლიპით გამოვჩნდები. საერთაშორისო პროდუქტს ვქმნით, თან ინგლისურენოვანს და საკმაოდ პრესტიჟული სარეკლამო სააგენტო, რომელთანაც ვთანამშრომლობ, დამეხმარება ჩემი ალბომის საერთაშორისო ბაზარზე გატანაში. ინდოელებთანაც ვაგრძელებ კონტაქტს და სააგენტოებთანაც, ასევე, მყავს ამერიკელი პროდიუსერი. მანამდე კი სამი წლის განმავლობაში მქონდა საერთაშორისო კონტრაქტი ინდოელებთან – ისინი მიგზავნიდნენ პროდუქციას და 48 პროდუქტს მე ვაპიარებდი მთელი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ფინანსურადაც გავძლიერდი. 163 3-ს მოსწონს
|