x
image
სალო123
ზოდიაქოს ნიშნების მუსიკალური ინტერესები ( ნაწილი I)
imageვერძს მუსიკა არ უყვარს, მაგრამ უსმენს; განსაკუთრებით იმ კომპოზიციებს, რაც მეგობრებმა ურჩიეს. სამაგიეროდ, კარგად ერკვევა მუსიკალურ მიმდინარეობებსა და თანამოსაუბრეზე კარგი მოლომანის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ვერძის ნიშნის ქვეშ
დაბადებული მუსიკოსები არიან
: ელტონ ჯონი, ერიკ კლაპტონი, ასტრიდ გილბერტო, სელინ დიონი.

კურო მუსიკის მოსასმენად ტელევიზორს ან რადიოს ჩართავს. საესტრადო ჰიტებსაც სიამოვნებით უსმენს და რესტორნის მუსიკასაც. თავად მომღერლობას იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ გასტროლებზე ივლის და კარგი შემოსავალი ექნება.

კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული მუსიკოსები არიან: ბარბარა სტრეიზანდი, ელა ფიტცჯერალდი, ბილი ჯოელი, სტივ უანდერი.


სიახლის მოყვარული ტყუპები ახალ შემსრულებელს უფრო უსმენენ ვიდრე- კლასიკოსებს. ენერგიული მუსიკა და შესრულების ორიგინალური მანერა მოსწონს.

ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებული მუსიკოსები არიან: ბობ დილანი, პოლ მაკარტნი, ჩიკ კორეა.

კირჩხები განწყობის შესაქმნელად მუსიკას ყოველთვის უსმენს, ამასთანავე თავადაც კარგი შემსრულებელია.

კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული მუსიკოსები არიან:ლუი არმსტრონგი, გუსტავ მალერი, კარლოს სანტანა, რინგო სტარი.

ლომი სიტუაციისთვის შესაფერის მუსიკას უსმენს. არასდროს გაეკიდება მომღერალს ავტოგრაფისთვის.

ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებული მუსიკოსები არიან: მიკ ჯაგერი, ოსკარ პეტერსონი, უიტნი ჰიუსტონი, რობერტ პლანტი.

ქალწულს ის მუსიკა მოსწონს, რომელსაც სახლში, მშობლები ასმენინებდნენ. საყვარელ მელოდიებს ბევრჯერ მოუსმენს და სხვებსაც აიძულებს, რომ შეიყვაროს. მოსწონს სასიამოვნო, ლირიკული მელოდიები.

ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული მუსიკოსები არიან: მაიკლ ჯექსონი, არნოლდ შონბერგი.

3
324
8-ს მოსწონს
ავტორი:სალო123
სალო123
324
  
2012, 25 ოქტომბერი, 4:25
ჰოროსკოპია რა ჯემალას კოპი :D:D
2012, 23 ოქტომბერი, 17:08
++++++++
0 1 3