საზოგადოება
"ახლა ვკითხულობდი აი, ამას და ვინმემ იქნებ ამიხსნას ქოცებს რა უხარიათ?"- რას წერს ნინო ჯანგირაშვილი
8 ნოემბერი, 10:25
ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი დონალდ ტრამპის გამარჯვებით გახარებულ "ქართული ოცნების" მომხრეთა საერთო სიხარულს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"ახლა ვკითხულობდი ერთ–ერთ დასავლურ მედიაში აი, ამას და ვინმემ იქნებ ამიხსნას ქოცებს რა უხარიათ? თუ ბრძენი ბ–ნი ბიძინა მაინც ყველაფერს დაალაგებს?
"ტრამპის, როგორც პრეზიდენტის მემკვიდრეობის ერთადერთი ელემენტი, რაზეც თანხმდებიან როგორც დემოკრატი, ასევე რესპუბლიკელი ლიდერები, იყო ჩინეთთან ურთიერთობების რადიკალური გადახედვა. ბაიდენმა ჯამში გააგრძელა ტრამპის მიერ შერჩეული კურსი ბევრად უფრო ღია კონფრონტაციისკენ და ჰარისმაც მისი კამპანიისას პირობა დადო, რომ ამ კურსს გააგრძელებდა.
მაგრამ ტრამპს სურს გაზარდოს ფსონები და დააწესოს 60%-იანი ტარიფი ჩინეთიდან იმპორტირებულ ყველა საქონელზე.
იმის გათვალისწინებით, რომ პეკინი სიმეტრიული ზომებით უპასუხებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს უპრეცედენტო სავაჭრო ომი ორ ზესახელმწიფოს შორის, რასაც არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვება ამერიკის და, შესაბამისად, მსოფლიო ეკონომიკისთვის."- ვკითხულობთ ნინო ჯანგირაშვილის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ხმების დათვლის პროცესი საბოლოოდ ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ტრამპს ამ მომენტისთვის უკვე საარჩევნო კოლეგიის 295 ხმა აქვს მიღებული. არჩევნებში გამარჯვებისთვის კი მხოლოდ 270 ხმაა საჭირო.