x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"საქმეში კობახიძეც კი ყავთ ჩართული – სქემა ასე მუშაობს"- რას წერს მერაბ მეტრეველი

image


ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი "ქართული ოცნების" კარგად აპრობირებულ პროპაგანდასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:


"როდესაც კობახიძე და მდინარაძე აქციების მონაწილეთა რაოდენობაზე სასაცილო ციფრებს ასახელებენ, მათი სამიზნე აუდიტორია, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ. მათი სამიზნე მათივე ამომრჩეველია. ქოცური პროპაგანდა დღეს ერთადერთი რითიცაა დაკავებული, ეს არის საკუთარი ამომრჩევლის მოტყუება, რომ აქციებზე ცოტა ხალხი დადის, რადგან ეშინიათ მათ ამომრჩეველში შიში არ გაჩნდეს, მათი დამხობის შიშიეს აქვთ ქცეული მთავარ სტრატეგიად.ქოცები ამისთვის ძალას არ იშურებენ.


ამ საქმეში პრემიერიც კი ყავთ ჩართული. სქემა ასე მუშაობს: ამ ტყუილს ვიზუალურად ამაგრებს „იმედის“ დრონი, რომლითაც აქციების დაწყებამდე იღებენ კადრებს, როცა რამდენიმე ადმაინია ჯერ მოსული და იმას ატრიალებენ მთელი დღე, ვითომ ლაივია, ან აქციის კუდს იღებენ, სადაც ცოტა ხალხი დგას. მოკლედ, ჩვეულებრივად აყალბებენ რელაობას.მეორე დილით გამოდის კობახიძე, ან მდინარაძე და ამ ვიზუალურ ტყუილს ვერბალურად ამაგრებს. აბრახვებს უაზრო ციფრებეს: 800 კაცი იყო, 1000-ზე მეტი არ მოსულა. ჰა, 3000 ძლივს მოაგროვეს და ა.შ.ალბათ, იკითხავთ, კი მაგრამ ამ ხალხს ხომ შეუძლია ოპოზიციურ არხებზე გადართოსო.


უმეტესობა არც რთავს, რადგან ოპო არხები ეზიზღებათ. ვინც შემთხვევით გადართავს, მაგათთვისაც აქვთ მოფიქრებული პასუხი. ეუბნებიან, რომ სინამდვილესი ეს ოპო მედიები აყალბენენ რეალობას. წინა დღეს პრემიერმა თქვა: ისე გაუჭირდათ ძველ კადრებს ატრიალებენო. მდინარაძემ დღეს თქვა, ვიღაც ფოტოგრაფი რომ ყავთ, ის ფოტოშოპით ამატებს ხალხოს და ა.შ.მოკლედ, ყველაფერს აკეთებენ, რომ საკუთარ ამომრჩეველს თვალები აუხვიონ და ილუზიაში ამყოფონ. არ ვიცი ეს რამდენად გამოსდით, მაგრამ აქ ზოგიერთ ქოცს რომ ვუყურებ, არაფერი გამიკვირდება."– ვკითხულობთ მერაბ მეტრეველის პოსტში.






0
380
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
380