x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139026
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512592
„ეს მევახშე ხაზარაძე მაღალია და ასე “პატარა კაცი” კი არ იქნებოდა?!“ - თაკო ჩარკვიანი

image

.

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ოპოზიციას ისევ აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ საპროტესტო მუხტი სწორედ ოპოზიციის უნიათობით შესუსტდა. ამის შესახებ ჩარკვიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. გარდა ამისა, ჩარკვიანმა იგივე თემაზე აჭარის ტელევიზიაში სტუმრობისასაც განაცხადა.

.

“ხაზარაძემ ამ ქვეყნისთვის რთულ - უმძიმეს პერიოდში, თან ვითომ რომ გაჰყვირის “ერთობას გაუმარჯოსო" და ნუ გვამუნათებთ და ნუ გვაკრიტიკებთ ოპოზიციასო, აი ამ დროს, ზუსტად ამ დროს “ მოიცალა” და სასამართლოსთან მოსამართლეებს მიმართა:” სააკაშვილს დროს რატომ უთმობთო, მე რომ უფრო ცოტა დროს მითმობთო? “????მეო -მეო, ზუსტად ეს “მე” არის მის არაცნობიერს რომ აწვალებს….
.
ჰოდა, ადამიანის სიმაღლე “სანტიმეტრებში “რომ რაიმეს ნიშნავდეს, სულიერ სიმაღლეს რომ ნიშნავდეს, ეს მევახშე ხაზარაძე მაღალია და ასე “პატარა კაცი” კი არ იქნებოდა?!
.
დაჭერილ -დატყვევებულ პუტინის პოლიტპატიმარს- მესამე პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ოპოზიციონერი "ლიდერი" სასაუბრო დროს დაუთვლის და ამით მოსამართლეებს სასამართლოსთან მიმართავს, ჰოდა, ამ კაცს რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერი ჰქვია, იმიტომ არის ქვეყანა ოლიგარქატის "წუმპეში"!
მორალგამოცლილი პოლიტიკაა ფსკერისკენ რომ მიგვაქანებს!
.
ეს მორალგამოცლილი პოლიტიკა -აი ეს ჰგონია და ასე წარმოუდგენია ხაზარაძეს სათავისოდ, საკუთარი ოფისის ( ხაზარაძეს სადგურზე, იქ აქვს ოფისი -პარტიის ოფისი)- “ვაგზლის ერთობა”-ასე წარმოუდგენია!!!!!
სამწუხაროდ ასეა! -- წერს თაკო ჩარკვიანი.
.
0
132
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0