x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
ევროპარლამენტში ევროკომისიის გამოსვლისთანავე პარლამენტში ძაღლის მჭქარე ხმა გაისმა


image
ევროპის პარლამენტი ის ადგილია, სადაც ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ბედიღბალი წყდება, სადაც გამოაქვთ კანონები და დადგენილებები ამა თუ იმ თემაზე, სადაც ბჭობენ ევროკავშირში მიღების კანდიდატი ქვეყნებისათვის სარეკომენდაციო საკითხებზე და ასე შემდეგ.


შარშან სწორედ ევროპის საკანონმდებლო ორგანოში მოხდა კურიოზული შემთხვევა, რომელმაც ძალიან გაამხიარულა ევროკავშირის პარლამენტის მაღალჩინოსნებიც, დეპუტატებიც და მოწვეული სტუმრებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებიდან.


ევროკავშირის ევროკომისიის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლა სესიაზე დამთავრდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ძაღლის მჭექარე ყეფით, რომლის ტრანსლირება მიდიოდა სხდომათა დარბაზის აუდიოსისტემიდან.


ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტმა მეცოლამ გააკეთა განმარტებითი განცხადება, რომ ევროკავშირის უსაფრთხოების სამსახურის განკარგულებაში არსებული სამსახურებრივი ნაგაზის ხმა დარბაზში გაისმა მაშინ, როცა ნაგაზი პარლამენტის ოთახებს ამოწმებდა კინელოგთან ერთად. სწორედ აუდიოსისტემის მართვის ცენტრთან გავლისას დაიწყო ყეფა გერმანულმა ნაგაზმა, რომელსაც მისთვის უცნობი პირი არ მოეწონა, მისი ყეფის ხმა კი მთელ დარბაზს მოედო.



0
236
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
236