სხვა წარსულის 20 გიჟური გამოგონება, რომელიც ჩიხში გვაქცევს 2024, 6 ნოემბერი, 14:22 მე-20 საუკუნე სავსეა გამოგონებებით, რომლებმაც შეცვალეს ჩვენი ცხოვრება: ტელევიზია, კომპიუტერი, თვითმფრინავი. თუმცა მათ შორის არის უამრავი უცნაური რამ, რომელიც მასებში ვერ გავრცელდა.
![]() გადავხედოთ 20 უცნაურ, უჩვეულო და სასაცილო ნივთებს წარსულიდან, რომელთა დანახვისას იბადება კითხვა: როგორ შეიძლება მათი გამოყენება? 1. წყალგამძლე ტუშის გამოგონებამდე ასეთ ნიღბებს ატარებდნენ უამინდობის დროს მაკიაჟის შესანარჩუნებლად. ![]() 2. ახლა სმარტფონები საშუალებას გვაძლევს მოვუსმინოთ მუსიკას, ვუყუროთ ფილმებს და წავიკითხოთ ახალი ამბები. აი, ძველად ასეთ რადიო ქუდებს ატარებდნენ ისინი, ვისაც სურდა ახალი ამბების მოსმენა. ![]() 3. ალბათ, რეალობის შემცველი სათვალის საფუძველი ასეთი ტელესათვალე იყო. ![]() 4. წარსულში ზოგიერთი რამ იმდენად სასაცილოდ გამოიყურებოდა, რომ ხალხს რცხვენოდა მათი ტარება. მაგალითად, ისეთი სამაშველო ჟილეტების, როგორიც ამ ფოტოშია. ![]() 5. ეს შემზარავი მოწყობილობა განკუთვნილი იყო ქალებისთვის, რომელთაც სურდათ საყვარელი ღრმულები ლოყებზე. ![]() 6. გამომგონებლის აზრით, ასეთი უნდა ყოფილიყო ველოსიპედი მთელი ოჯახისთვის: აუცილებლად საკერავი მანქანით. ![]() 7. ზურგის სახეხი ჯაგრისი უკანა ხედვის სარკით: რა შეიძლება იყოს უფრო მოსახერხებელი? ![]() 8. კიდევ ერთი მოწყობილობა შხაპისთვის ![]() 9. აშკარად ასეთი სერფინგის დაფა ძრავით ნამდვილი დენდებისთვის გამოიგონეს. (დენდი - ნატიფად, მოდაზე ჩაცმული მამაკაცი ბურჟუაზიულ-არისტოკრატიულ საზოგადოებაში) ![]() 10. როგორც ეს ციგურები გორგოლაჭებით ![]() 11. ამ გამოგონებას სახელიც არ აქვს: ვერ გადაწყვიტეს, რა დაერქვათ, ფეხის ველოსიპედი თუ როლიკი მუხრუჭით. ![]() 12. ვის არ უყვარს წამოწოლილი კითხვა? ასეთი სათვალე საშუალებას მოგცემთ ისიამოვნოთ საყვარელი წიგნით საწოლში და არ დაიზიანოთ მხედველობა. ![]() 13. კიდევ ერთი მოწყობილობა მათთვის, ვისაც უყვარს წამოწოლილი წიგნის კითხვა. ![]() 14. ასეთი უჩვეულო ხიდი შეგეძლო დაგეკეცა ჩემოდანში და თან წაგეღო. ისე, ყოველი შემთხვევისთვის. ![]() 15. ეს უცნაური გამოგონება განკუთვნილი იყო ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის, რომ მხიარული წვეულების შემდეგ დილით იდეალური შესახედაობა ჰქონოდათ. ![]() 16. ეს მოწყობილობა, რომელიც ჩანთას ჰგავს, საუნის მოყვარულებისთვის შექმნეს. ყოველთვის ხელთ რომ ჰქონოდათ. ![]() 17. ეს საოცარი ქეისი შექმნეს ქურდებისგან თავდასაცავად. როცა კრიმინალი პორტფელს იღებდა, აჭერდა ღილაკს, რომელიც იწვევდა ჩემოდნის გახსნას და მთელი შიგთავსის ამოყრას. ![]() 18. ამ გალიის გამომგონებელი სთავაზობდა ხალხს ბავშვების ასე „გასეირნებას“ ქალაქის გარემოში. ![]() 19. კიდევ ერთი ნაკლებად მიმზიდველი მოწყობილობა ბავშვებისთვის. ავტორის აზრით, ასე ბავშვებთან ერთად სეირნობა უფრო კომფორტული უნდა გამხდარიყო. ![]() 20. ეს უცნაური ნივთი ბევრ კითხვას ბადებს, მაგრამ ამ ჯაგრისის გამომგონებელი დარწმუნებული იყო, რომ მელოტი ხალხი მის გარეშე ვერ იცხოვრებდა. ![]() ასევე დაგაინტერესებთ: 22 ძველი, მაგრამ ძალიან მაგარი ნივთი, რომელიც სამუდამოდ გემსახურებათ როგორ წარმოედგინათ მომავალი მე–20 საუკუნეში: ქალაქების, მოდის და ტექნოლოგიების გამოსახულებები ახალი გამოგონებისა და იდეის 30 მაგალითი, რომლებიც ნამდვილად გვეხმარება 2024 წლის 13 ინოვაციური ნივთი სახლისთვის სამსუნგმა გამოიგონა ლარნაკი, რომელიც ხანძარს აქრობს 504 1-ს მოსწონს |