მსოფლიო რას შეპირდა დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს? 6 ნოემბერი, 11:52 წინასწარი მომაცემებით დოლანდ ტრამპი აშშ-ს 47 ე პრეზიდენტი გახდა, საინტერესოა გავიხსენოთ წინასაარჩევნოდ რას შეპირდა ტრამპი ამომრჩეველს. 1 დაასრულებს უკრაინაში ომს საპრეზიდენტო რბოლის დროს დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში შეძლებს უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას უკვე 2025 წლის 20 იანვარს, თანამდებობის ოფიციალურად დაკავებამდე. „ისინი კვდებიან, რუსები და უკრაინელები. მინდა, რომ ისინი აღარ კვდებოდნენ. და ამას 24 საათში გავაკეთებ“, - ასეთი პირობა დადო რესპუბლიკელმა. 2 დაასრულებს ომს ახლო აღმოსავლეთში „ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს გახანგრძლივებული და დამღუპველი კონფლიქტი, სიძულვილისა და განადგურებისკენ სვლა“, - განაცხადა ტრამპმა 7 ოქტომბერს. „ჰამასი ახლა სერიოზულად არის დასუსტებული და ჰეზბოლას ბოლო დროს ძალიან, ძალიან ძლიერი, გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. ძალისხმევით და სწორი ხელმძღვანელობით, ახალი, უფრო ჰარმონიული ახლო აღმოსავლეთის გარიჟრაჟი საბოლოოდ ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება“. უფრო მეტიც, თუ დემოკრატები გაიმარჯვებენ, "ისრაელი ორ წელიწადში შეწყვეტს არსებობას", - გააფრთხილა მან. 3.ნატოსთან ურთიერთობა ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ნატოს მოკავშირეები იმის გამო, რომ საკმარისად არ აფინანსებენ საკუთარ თავდაცვას და ამით მათი უსაფრთხოების პასუხისმგებლობას შეერთებულ შტატებს აკისრესებენ. თებერვალში მიტინგზე გამოსვლისას, რესპუბლიკელმა გაიხსენა მისი საუბარი "დიდი ქვეყნის" ლიდერთან იმის შესახებ, გამოვიდოდა თუ არა შეერთებული შტატები მათ დასაცავად რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში. „არა, მე არ დაგიცავთ. უფრო მეტიც, მე მათ [რუსეთს] მოვუწოდებ, გააკეთონ ის, რაც უნდათ. თქვენ ეს ძვირად უნდა დაგიჯდეთ, ”- განაცხადა ტრამპმა. 4.ამერიკის ეკონომიკის გადარჩენა ტრამპის ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი მთავარი დებულებაა 10-20%-იანი ტარიფების შემოღება ყველა იმპორტზე გამონაკლისის გარეშე და ხოლო ჩინურ პროდუქტებზე ტარიფის 60%-მდე გაზრდა სურთ. "ჩემთვის ლექსიკონში ყველაზე ლამაზი სიტყვაა "ტარიფები". ეს ჩემი საყვარელი სიტყვაა“, - თქვა ტრამპმა ჩიკაგოს ეკონომიკურ კლუბთან შეხვედრაზე. „[ტარიფები] დაიცავს ჩვენს კომპანიებს, რომლებსაც უკვე აქვთ წარმოება აქ, და ახალ კომპანიებს, რომლებიც ჩვენთან საწარმოებს გახსნიან. რესპუბლიკელი ასევე დაემუქრა 100 პროცენტიან ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებიც უარს ამბობენ დოლარის გამოყენებაზე. ” თუ უარს იტყვიან დოლარზე, მაშინ დაივიწყეთ შეერთებულ შტატებში ბიზნესის კეთება, რადგან თქვენს საქონელზე 100 პროცენტიან ტარიფს დავაწესებთ“. 5.მიგრანტების მასობრივი დეპორტაცია წინასაარჩევნო მიტინგებზე ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ დაიწყებს მილიონობით არალეგალ მიგრანტთა „ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაციის ოპერაციას“ ჯერ კიდევ „ინაუგურაციის დღეს“ „ჩვენ გავაგზავნით საიმიგრაციო და საბაჟო ძალებს, სასაზღვრო პატრულს და ფედერალური სამართალდამცავების ელიტარულ გუნდებს, რათა დაედევნონ, დააკავონ და დეპორტაცია გაუკეთონ ყველა არალეგალურ მიგრანტს და მათ ბანდებს, სანამ ქვეყანაში აღარ დარჩება არალეგალური მიგრანტის ბანდის არცერთი წევრი." 6.ლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლა ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ იბრძოლებს ბავშვების მიმართ ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებაზე - კერძოდ, იგი აპირებს შეწყვიტოს იმ ფედერალური სკოლების დაფინანსება, სადაც ბავშვებს ასწავლიან რასის კრიტიკულ თეორიას (რომლის მიხედვითაც რასიზმი და თეთრის უზენაესობის იდეები ღრმად არის ფესვგადგმული კანონმდებლობაში და ამერიკული საზოგადოების სტრუქტურაში). ასე იბრძოლებს "ტრანსგენდერული სიგიჟეებთან და სხვა შეუსაბამო რასობრივი, სექსუალური ან პოლიტიკურ მატერიალებთან". რესპუბლიკელების კანდიდატმა ასევე პირობა დადო, რომ ქალთა სპორტში ტრანსგენდერები ვეღარ ისაპარეზებენ. „მე ხელს მოვაწერ კანონს, რომელიც არასრულწლოვანებში სქესის შეცვლის ოპერაციას აკრძალავს ყველა 50 შტატში. ეს აღარ განმეორდება. და ჩვენ კვლავ ერთმანეთს სიამაყით ვეტყვით „გილოცავთ შობას“. 253 2-ს მოსწონს
|