აზროვნების დრო.
აქ მინდა ჩემს მიერ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეკრებილი ბრძნული აზრები გამეზიარებინა თქვენთვის. იმედია გამოგადგებათ და მოგეწონებათ.
1. უბედურების მიზეზი საკუთარ თავში ეძიე.
2. თუ ფული დაკარგე არაფერი დაგიკარგავს, თუ ჯამრთელობა დაკარგე შეიძლება კიდევ იცოცხლო, მაგრამ თუ მეგობრები დაკარგე ყველაფერი დაკარგე.
3. სიყვარული იმას ნიშნავს, რომ სხვის ბედნიერებაში საკუთარი ბედნიერება იპოვო.
4. ადამიანი ერთადერთი ცხოველია რომელსაც შეუძლია იარაღის გამოყენება.
5. აჩუქეთ მას მეთელი სამყარო და ის ლამაზ შეფუთვასაც მოგთხოვთ.
6. ტკბილია სურვილი, მაგრამ სასურველად ყოფნა უფრო ტკბილია.
7. არ გაუკეთო სხვას ის, რაც გსურს რომ შენ გაგიკეთონ.შესაძლოა, თქვენი გემოვნება არ ემთხვეოდეს.
8. ეძებეთ ისეთი ადამიანები, ვისთანაც საუბარი კარგი წიგნის ტოლფასია და ეძებეთ წიგნები, რომელთა წაკითხვა უტოლდებოდეს ბრძენთან გასაუბრებას.
9. უმზომოდ თვითგანდიდება შეჰფერით მხოლოდ უგუნურთ.
10. მშვიდად მოსმენა საყვედურისა იმის თვისებაა, ვინც ღირსი ყოფილა ხშირად ქებისა.
11. უფრო ღირსეული იქნები ვიდრე ხარ, შენს ღირსებას რომ არ ახსენებდე.
12. ადამიანს თუ შესწევს იმის უნარი, რომ გარედან შეაფასოს თავისი თავი, მას ინტელექტი გააჩნია.
13. მშვიდობა ყველაზე მოკლე მანძილია ორ ომს შორის.
14. არასოდეს მოიშიალო სახეზე ღიმილი .მაშინაც კი, როცა სევდიან განწყობაზე ხარ ვიღაცას შეიძლება შენი რიმილი შეუყვრდეს.
15. ყოველთვის მოიძებნებიან ისინი ვინც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ ცოტა ფრთხილად იყავი.
16. ვინც ძერას დაშავებული ფრთა მოურჩინა, ის აგებს პასუხს მისი კლანჭების მოქმედებაზეც.
17. შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის.
18. ადამიანის გონება მის მუშტებზე უფრო ძლიერია.
19. თუ ჭაბუკი ყველამ შეიძულა, ჩანს, ის რაღაცას წარმოადგენს.
20. ვინც წინ არ მიდის, ის უკან მიჰყვება.ერთ ადგილზე დგომა არ არსებობს.
21. ომი იგივე ვაჭრობაა, ოღონდ ყველით კი არა-ტყვიით.
22. ბებერი მაშინ ხარ, როცა წარსულში მეტ სიხარულს ხედავ, ვიდრე მომავალში.
23. სიმართლე არის ის, რისთვისაც ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ.
24. ბრძენი უფრო იმას ეცდება, რომ სნეულება აირიდოს, ვიდრე საშუალება ეძებოს მის მოსარჩენად.
25. მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს, ვინც შენ.
26. კაცმა ყოველდღე უნდა მოისმინოს თუნდაც ერთი სიმღერა, თვალი შეავლოს კარგ სურათს და თუ ეს შესაძლებელია, წაიკითხოს რომელიმე ბრძნული გამონათქვამი.
27. ისე მოეპყარი მშობლებს, როგორც შენ ისურვებდი, რომ საკუთარი შვილები მოგეპყრან.
28. ნდობა არის ის გრძნობა, როდესაც მაშინაც კი უჯერებენ ადამიანს, როცა იცი, რომ მის ადგილას ყველა ტყუილს იტყოდა.
29. თუ გინდა იყო ბედნიერი-იყავი!
30. თქვენი ჯანმრთელობის შესახებ იმსჯელეთ იმისდა მიხედვით, თუ როგორ გახარებთ დილა და ზაფხული.
31. არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და თაყვანისცემას მოგთხოვს.
32. ბევრი დედ-მამა ზრდის შვილს თავისთვის და არა იმისთვის, რომ შვილი ბედნიერ იყოს .ჭეშმარიტი გაზრდა შვილისა უნდა იყოს უანგარო.ბავშვი უნდა იზრდებოდეს თავისი თავისთვის, სამშობლოსათვის, კაცობრიობისათვის.
33. განკურნების იმედი უკვე ნახევრად განკურნებაა.
34. რაც შენმა მტერმა არ უნდა იცოდეს, იმას მეგობარსაც ნუ გაანდობ.
35. მკაცრი, ულმობელი, ჭკვიანი მეგობარი არ მოგასვენებს სანამ შეცდომას არ გამოასწორებ.
36. უმჯობესია, გმირის ქვრივი იყო, ვიდრე-ლაჩრის ცოლი.
37. კარგი ქორწინება მეგობრობის ნიჭს ეფუძნება.
38. ადამიანი, რომელმაც პირველად შეძლო შუბის მაგივრად შეურაცხმყოფელი სიტყვა ეხმარა, იყო ცივილიზაციის დამაარსებელი.
39. ხშირად არწივი ქათამზე დაბლაც კი დაეშვება ხოლმე, მაგრამ ქათმები ღრუბლებამდე ვერასოდეს მიაღწევენ.
40. ჭკვიანია იგი, ვინც კაი დროზე მოვა, უფრო ჭკვიანია, ვინც თავის დროზე წავა.