"კავკასიური სახლის" წევრი, ლევან ლორთქიფანიძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ უხამსს განცხადებას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსით ეხმაურება და წერს:
"ვერ გაითალა … ეს არის კულტურა, ზრდილობა და IQ !
რა სირცხვილია."- ვკითხულობთ ლევან ლორთქიფანიძის პოსტში.
შეგახსნებთ, რომ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით საუბრისას საკმაოდ უხერხული ფრაზა გამოიყენა:
"პროკურატურას დაწყებული აქვს გამოძიება და მოწოდებებიც გაკეთა, სხვათა შორის, რომ ქალბატონმა ზურაბიშვილმა კეთილი ინებოს, წაბრძანდეს და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, წარადგინოს მტკიცებულებები. მოწოდებები არ გაგიგიათ ამის შესახებ? ჰოდა, კეთილი ინებოს, აწიოს ერთი ადგილი, მივიდეს და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, წარმოადგინოს ყველა მტკიცებულება"- განაცხადა კალაძემ.