x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ირანში სტუდენტმა ჰიჯაბი გაშიშვლებით გააპროტესტა(ვიდეო)
imageდააკავეს გოგონა, რომელიც აპროტესტებდა დამცირებას „ჰიჯაბის არასწორად ტარების“ გამო. უფლებადამცველები მის გათავისუფლებას ითხოვენ.



უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty Iran მოითხოვს სტუდენტის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.




„ირანის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ძალადობრივად დააკავეს 2 ნოემბერს მას შემდეგ, რაც მან ტანსაცმელი გაიხადა პროტესტის ნიშნად თეირანის ისლამური აზადის უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლების მიერ ჰიჯაბის იძულებით გასწორების გამო", - ნათქვამია განცხადებაში.




ორგანიზაციამ მოითხოვს გათავისუფლებამდე ქალი დაიცვან „წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობისგან“და ითხოვს, რომ მათ წვდომა ჰქონდეთ ოჯახთან და ადვოკატთან.





აღნიშნულია, რომ სტუდენტმა ტანისამოსი მას შემდეგ გაიხადა, რაც უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებმა ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დაამცირეს.




შემთხვევის ამსახველი ვიდეო, რომელიც სტუდენტებმა უნივერსიტეტის აუდიტორიის ფანჯრებიდან გადაიღეს, სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში, რამაც მნიშვნელოვანი პოლემიკა გამოიწვია. ბევრმა მომხმარებელმა გამოუცხადა მხარდაჭერა ახალგაზრდა ქალს და მის ქმედებას მამაცი და გაბედული უწოდა.


დაკავებულის ვინაობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ საჯაროვდება. უნივერსიტეტთან დაკავშირებული ადგილობრივი გაზეთი იტყობინება, რომ იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.(ვიდეო ნახეთ ამ ბმულზე)

0
43
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0