x
მეტი
  • 30.12.2024
  • სტატია:139138
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512638
"ძალიან მინდოდა მენახა, როგორები იქნებოდნენ... კომუნიზმის დროს"
image

საბჭოთა პერიოდია. ბულვარში ლუდის კასრი მიიტანეს. გამყიდველი ხსნის მას და ემზადება გასაყიდად.


მამაკაცი უახლოვდება:

- რა ღირს მთლიანი კასრი?


- აბა, დათვალე: ორასი ლიტრი, თითო კათხა 22 კაპიკი ღირს.ანუ ლიტრი 44 კაპიკი.მთლიანად 88 მანეთი გამოდის.

-აი შენი ფული, წადი დაისვენე, გაერთე. საღამოს ცარიელ კასრს მოაკითხავთ.

- კარგი!


გამყიდველი მიდის. მამაკაცმა გახსნა პლაკატი წარწერით "უფასო ლუდი".




ხალხი თავიდან გაოცდა. მერე დაიწყეს მოგროვება. ცოტა ხანში რიგი დადგა, შემდეგ გრძელი რიგი. შემდეგ ბრბო შეიკრიბა . ცოტა ხანში არტყდა აყალმაყალი, გინება, ყვირილი. ვიღაცა ურიგოდ ეტენება, დაიწყო ჩხუბი, ერთმანეთს თავ-ყბა დაამტვრიეს.

image

მოვიდა მილიცია . ბრბო დაიშალა. მოჩხუბრები განყოფილებაში გადაიყვანეს.ის მამაკაციც მათთან ერთად მიაყოლეს .


დაიწყეს მასზე ზეწოლა:

– რა მიზნით მოახდინეთ ჩხუბის პროვოცირება?

–ეგ არც მიფიქრია!

– უკანონო ვაჭრობით ხართ დაკავებული?

– ხალხს უფასო ლუდით გავუმასპინძლდი. არიან მოწმეები.

- ესე იგი ლუდი მოიპარე!

- ჩემი ნაშრომი ფულით ვიყიდე. მაქვს ამის უფლება.

- შენ რა აფრენ?

- ნორმალური ვარ. სერთიფიკატიც მაქვს.

- კარგი, გაგიშვებთ. უბრალოდ მითხარი რატომ გააკეთე ეს? რატომ დახარჯე შენი ფული? ვითომ რა ოინია?

- კარგით გეტყვით. მე ახალგაზრდა აღარ ვარ. კომუნიზმს ვეღარ მოვესწრები და ძალიან მინდოდა მენახა როგორები იქნებოდნენ ადამიანები ... კომუნიზმის დროს…



მთავარ ფოტოზე: კადრი ფილმიდან "კავკასიელი ტყვე ქალი"

0
257
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0