x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვინ იყო აშშ-ს ისტორიაში პირველი ქალი, ვისზეც სასიკვდილო ინექცია გამოიყენეს
image40 წლის წინ, 1984 წლის 2 ნოემბერს აშშ-ში შტატ ჩრ.კაროლინაში სიკვდილით დასაჯეს ველმა ბარფილდი. ეს იყო ამერიკის ისტორიაში პირველი სიკვდილმისჯილი ქალი, რა დროსაც სასიკვდილო ინექცია გამოიყენეს და პირველი ქალი 1962 წლის შემდეგ, რომელიც სიკვდილით დასაჯეს.




1932 წლის 29 ოქტომბერს სამხრეთ კაროლინაში დაიბადა მარჯი ველმა ბალარდი, უფრო ცნობილი როგორც მარჯი ველმა ბარფილდი. გოგონას დაბადებიდან მალევე, მისი ოჯახი გადავიდა ჩრდილოეთ კაროლინაში და დასახლდა ქალაქ ფაიეტვილთან ახლოს. ველმას მშობლებს შორის ურთიერთობა ყოველთვის დაძაბული იყო. გოგონას განსაკუთრებით აღიზიანებდა ის, რომ დედამისს სკანდალებისა და ჩხუბის დროს წინააღმდეგობას არ უწევდა ქმარს და არც უცდია თავის დაცვა. ველმას ყოველთვის სურდა, რაც შეიძლება სწრაფად დაეტოვებინა მშობლების სახლი. 17 წლის ასაკში, 1949 წელს, იგი გათხოვდა და საცხოვრებლად გადავიდა მეუღლესთან, თომას ბურკთან.


წყვილს ორი შვილი შეეძინა და ოჯახი საკმაოდ ბედნიერად ცხოვრობდა. გავიდა რამდენიმე წელი, ველმას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ქალს საშვილოსნოს ამპუტაციის მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ოპერაციის შემდეგ ველმას დაეწყო წელის ტკივილი.ამან სერიოზულად იმოქმედა მის ქცევაზე და როგორც ბევრს მიაჩნია, სწორედ ამ ტკივილების გამო გახდა ნარკომანი.


ველმა შეიცვალა, რაც ქმრისა და შვილების ცუდად მოპყრობაში აისახა. ქმარმა ვერ გაუძლო მუდმივ სკანდალებს და ცოლის ცვალებად ხასიათს, დაიწყო სმა. 1969 წელს ველმას სახლი დამწვარი და ქმარი გარდაცვლილი დახვდა. რამდენიმე თვის შემდეგ მისი სახლი კვლავ დაიწვა, მაგრამ ამჯერად ბარფილდმა დაზღვევა მიიღო.



ამ ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ქვრივი ხელახლა დაქორწინდა. მისმა რჩეულსაც ჯენინგს ბარფილდსაც ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა ცოლი. ეს ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. მათი ქორწილიდან ერთი წელიც არ იყო გასული, ჯენინგსი გარდაიცვალა გულის უკმარისობით.


მოულოდნელი სიკვდილები თან სდევდა ველმას. 1974 წელს დედამისი, რომელსაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები აწუხებდა, მოულოდნელად ავად გახდა. მისი ჯანმრთელობის გაუარესება არავის გაუკვირდა, მით უმეტეს, რომ სიმპტომები ჩვეულებრივი კვებითი მოწამვლის მსგავსი იყო. ლილიანს, ასე ერქვა ქალს, რამდენიმე დღე აწუხებდა გულისრევა, დიარეა და ღებინება. რამდენიმე დღის შემდეგ ის თავს ბევრად უკეთ გრძნობდა და მალე ეს ამბავი დავიწყებას მიეცა. საშობაო არდადეგების დროს იდუმალი ავადმყოფობა დაბრუნდა. ყველა სიმპტომი განმეორდა, მაგრამ ამჯერად ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

image

ველმა ბარფილდმა, რომელმაც დედა დაკარგა, გადაწყვიტა თავისი ცხოვრება დაეთმო მოხუცების მოვლისთვის. ის აიყვანა ერთმა სასიამოვნო იჯახმა. მისი დამსაქმებლები, მონტგომერი და დოლი ედვარდსი, ვერც კი წარმოიდგენდნენ, როგორ დამთავრდებოდა მათთვის გაცნობა ახალ მომვლელთან. ჯერ მამაკაცი გარდაიცვალა. მისი ცოლი კი, დაკრძალვიდან ერთი თვის შემდეგ.


ორივეს ის სიმპტომები ჰქონდათ, რაც ველმას დედას.


ერთი წლის შემდეგ, 1977 წელს, ველმამ დაიწყო ზრუნვა მორიგ მოხუც ქალზე, რომელსაც ფეხი მოტეხილი ჰქონდა. სანამ ველმა მათ სახლში იმყოფებოდა, მოხუცი ქალის ქმარი გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე მამაკაცს ასევე განუვითარდა კვებითი მოწამვლის მსგავსი სიმპტომები. ეს არ იყო უბრალოდ დამთხვევა...


1978 წელს ველმა ბარფილდი უვლიდა სტიუარტ ტეილორს, მისი წინა ოჯახური წყვილის, მონტგომერი და დოლი ედვარდსის მეგობარს, მამაკაცი გარდაიცვალა 1978 წლის 3 თებერვალს.


ექსპერტიზამ გვამის გაკვეთის დროს სასიკვდილო შხამები, მათ შორის დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს.

შესაძლებელი გახდა იმის გარკვევა, რომ ველმა გარდაცვლილს ვირთხის შხამით „მკურნალობდა“, ფხვნილს ჩაიში და ლუდში უმატებდა. არაფრით გამორჩეული მომვლელის ვინაობით პოლიცია დაინტერესდა. ამ ქალის ბიოგრაფიის შესწავლის შემდეგ გადაწყდა მისი მეორე ქმრის ცხედრის ექსგუმაცია. ნეშტების გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ჯენინგს ბარფილდი ასევე მოწამლული იყო დარიშხანით.


აშკარა გახდა, რომ ველმა ბარფილდი იყო არა სათნო ქალი, რომელიც მოხუცებზე "ზრუნავდა", არამედ სერიული მკვლელი. მალე ეჭვმიტანილმა თავად დაიწყო ჩვენების მიცემა. გამოძიებამ შეძლო დაემტკიცებინა ველმასთვის ხუთი მკვლელობა, თუმცა ფაქტობრივად უფრო მეტი იყო. ასეთი დანაშაული, აშშ-ს კანონმდებლობის მიხედვით, ისჯება სიკვდილით. სასამართლომ სწორედ ასეთი განაჩენი გამოიტანა.

image

თვითმხილველების თქმით, სიკვდილით დასჯის წინ ბარფილდმა დაიწყო საკუთარი თავის მორწმუნე ქრისტიანად გასაღება, იგი ხშირად უკავშირდებოდა ევანგელ მქადაგებლებს. ველმამ მოგვიანებით აღიარა, რომ მორწმუნედ იმიტომ მოაჩვენა თავი, რომ სურდა სიკვდილით დასჯა უვადო პატიმრობით შეეცვალათ. მაგრამ ფედერალურ სასამართლოში გასაჩივრება უარყვეს.


ბარფილდი სიკვდილით დასაჯეს 1984 წლის 2 ნოემბერს, ჩრდილოეთ კაროლინაში, რალეის ცენტრალურ ციხეში. სიკვდილით დასჯამდე მან განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ ნანობს ჩადენილ ქმედებას და მადლობა უხდის ყველას, ვინც მხარს უჭერდა ციხეში ყოფნის 6 წლის განმავლობაში. შემდეგ მას სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს.


ველმა დაკრძალულია ჩრდილოეთ კაროლინას პატარა სოფლის სასაფლაოზე, იქვე ახლოს, სადაც მისი პირველი ქმარი, თომას ბურკი დაკრძალეს.

0
56
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0