x
image
L.C.
დაიწყე დილა პოზიტივით!

imageთითოეული გათენებული დილა უკვე საკმარისი საბაბია ბედნიერებისთვის, ამიტომ რაც უფრო ხალისიანად დავიწყებთ დღეს, მით უფრო კარგად დასრულდება იგი. უკვე მეცნიერულადაა დამტკიცებული, რომ ადამიანის ბედნიერება მის განწყობასა და ფიქრებზეა დამოკიდებული, ამიტომ პოზიტიური ფიქრები, ბედნიერების მეტ შანსს მოგცემთ და თქვენი ცხოვრებაც უფრო ხალისიანი გახდება.გასაგებია, რომ უამრავი ყოველდღიური პრობლემა გვაწუხებს, მაგრამ ნერვიულობა და ცუდი განწყობა ნამდვილად ვერ დაგვეხმარება მათ გადაჭრაში და ხასიათიც ტყუილად უნდა გავიფუჭოთ, ამიტომ სჯობს ყოველ ახალ დღეს დადებითი განწყობით შვხვდეთ და დავრწმუნდებით, რომ ყველაფერი მართლაც უკეთესობისკენ შეიცვლება.სულაც არაა რთული საკუთარი თავი კარგ ხასიათზე მოიყვანოთ.ადექით, ჩართეთ თქვენი საყვარელი მუსიკა, ახმაურდით და ენერგია იგრძენით!ერთი ჭიქა ცხელი ყავა და საყვარელი ადამიანების ღიმილი დღის საეუკეთესო დასაწყისია.მერე რა, თუ სამსახურში გაგვიანდებათ, ან რამე სასწრაფო საქმე გაქვთ, სიცოცხლე მხოლოდ ერთია და მისი ყოველი წუთით უნდა დავტკბეთ.ჩაიხედეთ სარკეში, გაიღიმეთ და უთხარით საკუთარ თავს რომ ყველაზე ლამაზი ხართ.დარწმუნებული იყავით, რომ წინ ყველაფერი საუკეთესო გელით და რაც უფრო მეტ დადებით ენერგიას გასცემთ, მით უფრო მეტი დაგიბრუნდებათ უკან.ჩაიცვით ფერადი ტანსაცმელი, თუნდაც წვიმდეს, მერე რა, შეიტანეთ სამყაროში თქვენი ფერები!გჯეროდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, წინ მთელი სამყაროა გადაშლილი და ბედნიერება კი არ გელოდებათ, არამედ უკვე თქვენთანაა!


P.S. მართალია ამ სტატიას ღამით ვწერ, მაგრამ მინდა ყველას ნათელი, ლამაზი და ბედნიერი დღის გათენება გისურვოთ:)

4
133
4-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
133
  
0 1 4