x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ხმა 5-იანს მივეცი, ჩემთვის ასეა სწორი! რა დროს მოთქმა და რა დროს წუწუნია!“ - ირინა სარიშვილი
image

.

ვარდების რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე ირინა სარიშვილი შევარდნაძის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობას იკავებდა და შევარდნაძეს არჩევნებში ეხმარებოდა. სწორედ ამ არჩევნებს გადაყვა მოქალაქეთა კავშირი და ხელისუფლებაში სააკაშვილი მოვიდა. შემდგომ წლებში ირინა სარიშვილი იგორ გიორგაძის პარტიას ხელმძღვანელობდა, რომელსაც სააკაშვილი დევნიდა. ამ ყველაფრის მიუხედავად დღეს ირინა სარიშვიოლი ამბობს, რომ ხმა სწორედ მიხეილ სააკაშვილის პარტიას მისცა და ნაციონალურ მოძრაობას უჭერს მხარს. უფრო მეტიც, სარიშვილი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება და ნაცმოძრაობის მხარდაჭერა ახლა სწორია.

.


ირინა სარიშვილი ამის შესახებ არჩევნებამდე წერდა.

,

ძალიან მწყდება გული რომ ვერ მოხერხდა ერთიანი სიით არჩევნებზე გასვლა, განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ჩემთვის 4 და 5 რომ ცალ-ცალკეა. მაგრამ ახლა ამაზე კამათის დრო არ არის. უმნიშვნელოვანესი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი ცივი გონებით და ცხელი გულით.
ორი ხმა რომ მქონდეს, 5-ს და 4-ს გავაფერადებდი.
რაკი ერთი ხმა მაქვს, მე ვირჩევ 5-ს, რადგან ჩემთვის ასეა სწორი. - აღნიშნავდა არჩევნების წინა დღეს.
.
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ კი ის სხვა სტატუსებსაც აქვეყნებს.
.

არც ზეიმის დროა ეხლა და არც გლოვის.
ვინმე ელოდა რომ ქოცები დამარცხებას აღიარებდნენ და არ გააყალბებდნენ?!
უბრალოდ, რომ ყოფილიყო ოპოზიციის ერთიანი სია, რომ არ გასულიყვნენ ცალ-ცალკე უპერსპექტივო ამპარტავანი ან სულაც ხელისუფლებასთან გარიგებული პარტიები და დეიდაშვილ-მამიდაშვილობის ნიშნით მათთვის ხმა არ მიეცათ ბრიყვებს, რომლებსაც ვერ გავაგებინეთ რომ ეს ხმები საბოლოოდ ოცნებას დარჩება, ასეთი მასშტაბის გაყალბება იქნებოდა ძალიან რთული!
ეხლა კეთილი ვინებოთ და საარჩევნო სუბიექტებმაც და ამომრჩევლებმაც დავიცვათ ჩვენი ხმები!
.

ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა მხოლოდ ერთ შემთხვევაშია ლეგიტიმური: როცა ხდება არჩევნების გაყალბების გზით ხელისუფლების უზურპაცია.
1. რატომ არ იყო ეს მოთხოვნა არც ერთ აქციაზე? იმიტომ რომ ველოდებოდით არჩევნებს.
2. რატომ უნდა მოგვეგო არჩევნები? იმიტომ რომ რუსეთის მსახური ბანდა გაყალბების გარეშე ვერ მოსულიყო ხელისუფლებაში.
3. რა უნდა გაგვეკეთებინა როცა, თუ კი არა, როცა არჩევნები გაყალბდებოდა: მასობრივი პროტესტი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით შედეგის დადგომამდე.
პირველი ორი პუნქტი შესრულებულია.
რა თქმა უნდა, უკეთესი ოპოზიცია რომ გვყავდეს და ჩვენც რომ უკეთესები ვიყოთ, ასეთი მასშტაბის გაყალბება თან ასე უტიფრად ვერ მოხდებოდა, მაგრამ გაყალბება აუცილებლად იქნებოდა და ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით. არანაირი გეგმა ბ! გეგმა ა, ერთადერთი გეგმა იყო და რჩება მე-3 პუნქტის სისრულეში მოყვანა - მასობრივი პროტესტი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით და ბრძოლის დასასრულამდე მიყვანა. სხვა გეგმა, სხვა გზა არ არსებობს და ეს ჩვენ დიდი ხანია ვიცით. რამდენი წლის წინ ვამბობდით, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ეს ქვეყანა არის კაზინო, მისი მომხრეები სხვადასხვა ღირებულების ფიშკები, ხოლო ჩვენ კაზინოში შეტყუებული აზარტში შესული მოთამაშეები პატარ-პატარა სიხარულებით, უაზრო ზეიმებით და გლოვებით, სანამ კაზინოს წესებით მოგებაზე ვფიქრობთ კაზინოს მეპატრონესთან.
ყველაფერი შევძელით:
1. მოვიგეთ
2.გააყალბეს
დარჩა:
3.პროტესტი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით და ბრძოლის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა!
რა დროს მოთქმა და რა დროს წუწუნია!
მთავარი ბრძოლა ეხლა იწყება!
.
0
168
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0