x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138978
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
5 მცენარეული პროდუქტი, რომელიც გემოთი ხორცში ან სოკოში შეიძლება აგერიოთ
image



თუ გსურთ შეამციროთ კალორიების მიღება გემოთი ჩვევების შეცვლის გარეშე, გამოსავალი არსებობს. არსებობს 5 მცენარეული პროდუქტი, რომელთაც ხორცის და სოკოს მსგავსი გემო აქვს.



1. ბადრიჯანი

image



ღუმელში გამომცხვარი ნაჭრებად დაჭრილი ბადრიჯნის გემო თითქმის ქამა სოკოს გემოს იდენტურია. თეთრი სოკოს მსგავსი გემოს მისაღებად გჭირდებათ ანტიმიწვის ტაფა, ხახვი და ნაღები. ხახვი ზეითუნის ზეთში ჩაშუშეთ, დაჭრილი ბადრიჯანი დაუმატეთ, აურიეთ. ნაღები დაუმატეთ და აურიეთ.



2. ლობიო


image



ლობიო მოხარშეთ, სტაფილოსთან ერთად ზეითუნის ზეთში ჩაშუშეთ. ნახევარი კოვზი ცხიმიანი მაიონეზი შეგიძლიათ დაუმატოთ (რატომ ცხიმიანი? დაბალკალორიული მაიონეზი უფრო მავნეა). ქათმის რაგუს მსგავს გემოს მიიღებთ.



3. მუხუდო

image



ყველა ვეგანური პროდუქტი, რომელიც ანაცვლებს ხორცს გემოთი, მზადდება მუხუდოსგან: მუხუდოს კატლეტი, მუხუდოს გუფთა, მუხუდოს ძეხვი და ა.შ. მზა ნარევი შეგიძლიათ იყიდოთ, მაგრამ ეს ძვირი დაჯდება. იყიდეთ ნედლი მუხუდო, ღამით წყალში ჩაალბეთ, შემდეგ რამდენიმე საათი ხარშეთ. მოხარშული მუხუდო დააბლენდერეთ და კატლეტის ფორმა მიეცით. საფანელში ამოავლეთ და ცოტა ზეთში შეწვით. დაბეგვილი ქათმის ხორცის გემო აქვს.



4. მწვანე ლობიო

image



ნაღებში ჩაშუშული მწვანე ლობიო გემოთი ჩაშუშული ქათმის ხორცს ჰგავს. ჯერ მწვანე ლობიო მოხარშეთ, შემდეგ წვრილად დაჭერით და 10%-იან ნაღებში ჩაშუშეთ. გემოთი გაოცდებით.



5. ფუჩჟუ

image



ჩინელებმა გამოიგონეს! მაღაზიაში ნაყიდი ფუჩჟუ შეიცავს ნაკლებ კალორიას, ვიდრე ჩვეული შემწვარი ან გამომცხვარი ხორცი, ხოლო გემოთი ოდნავ მარილიან მოხარშულ ფილეს ჰგავს.



ასევე დაგაინტერესებთ:

5 გემრიელი დესერტი ფქვილისა და შაქრის გარეშე

7 სალათა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჯანსაღი კვება გემრიელია

ფქვილის გარეშე, ვეგანური, ხაჭოთი – პროტეინის პურის მომზადება სხვადასხვა მეთოდით

როგორ ავირჩიოთ ნატურალური ჩირი?

საცივი, სოუსი, მურაბა და კიდევ 4 საინტერესო კერძი, რომელიც ხურმით შეგიძლიათ მოამზადოთ


0
63
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
63