x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქმარმა ცოლის საყვარლისგან ფული აიღო და ციხეში მოხვდა
image

33 წლის ჩინელმა მოქალაქემ, გვარად ლუმ, რომელიც მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა აღმოსავლეთ პროვინცია შანდუნში, მოულოდნელად შენიშნა ცოლის უჩვეულო საქციელი. იგი დიდხანს და გულმოდგინედ იპრანჭებოდა, სანამ ქალიშვილს კერძო რეპეტიტორთან წაიყვანდა.


რეპეტიტორთან ბავშვის მიყვანა ერთი ჩვეულებრივი მოვლენაა! არა და მის თვალწინ ცოლმა შხაპი მიიღო“ საცვლები გამოიცვალა, ახალ კოლგოტი ჩაიცვა, ტუჩები და თვალები დაიხატა, , სუნამო მიისხურა და სარკის წინ ათიოდე კაბა გამოიცვალა ... !)


"აქ რაღაცაცშია საქმე!" - მიხვდა ლუ და უცებ რაღაც უცნაურმა ცივმა ჟრუანტელმა დაუარა სხეულში.



ლუმ გადაწყვიტა თავის კნეინას უკან გაყოლოდა. აღმოჩნდა, რომ - ქალიშვილი მასწავლებელთან დატოვა, თვითონ კი ადგილობრივ სასტუმროში გაემართა.


ისტორია დუმს იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხა ლუმ იმ ოთახის პოვნა, რომელშიც მისი ცოლი შევიდა. ალბათ ადმინისტრატორი მოისყიდა.


სასურველ ნომერს როცა მიაგნო, ლუს თვალწინ ასეთი სურათი გადაიშალა: უზარმაზარ King Size ორადგილიან საწოლზე კომფორტულად იჯდა შიშველი მამაკაცი - რა თქმა უნდა ჩინელი მამაკაცი, რომლის მკლავებშიც ლუს მოღალატე ცოლი ნებივრობდა.


რქებდადგმულმა ქმარმა მაშინვე ამოიღო ტელეფონი და უცებ გადაიღო მთელი ეს ნატურმორტი. (აი რას ნიშნავს - ახალგაზრდა თაობა! TikToker-ი ალბათ!). ამის შემდეგ, ტელეფონი გათიშა და ჯიბეში საგულდაგულოდ დამალა, ლუ გაბრაზებული დაესხა ცოლის საყვარელს და სცემა. მოღალატე ცოლსაც მოხვდა.


ნაცემმა ჩინელმა, სახელად ლიუმ (რა ბედის ირონიაა!), მოტყუებულ ქმარს კომპენსაციის სახით შესთავაზა სოლიდური თანხა 25 ათასი იუანი (დაახლოებით 3500 აშშ დოლარი)), რომელიც მზად იყო ლუს ბარათზე დაერიცხა.


ლუმ გადაწყვიტა, რომ მას ფული სჭირდებოდა "ჭრილობების მოსაშუშებლად" და დათანხმდა. 25 ათასი იუანის მიღების შემდეგ, ლუმ განქორწინება მოითხოვა.


მაგრამ წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როდესაც ერთი თვის შემდეგ შეიტყო, რომ მოქალაქე ლიუმ მის წინააღმდეგ პოლიციაში განცხადება შეიტანა და გამოძალვაში დაადანაშაულა! ლუ დღესაც დარწმუნებულია, რომ სწორედ ყოფილმა ცოლმა წააქეზა მისი საყვარელი, რათა მათი საერთი ქალიშვილი დედასთან დარჩენილიყო, ქმართან განქორწინების შემდეგ..


2021 წლის ნოემბერში რაიონულმა სასამართლომ ლუს ექვსთვიანი პატიმრობა და 5 ათასი იუანის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

image

სასჯელის მოხდის შემდეგ ლუმ გადაწყვიტა სამართალი ეპოვა . მაგრამ მის მიერ შეტანილი რამდენიმე საჩივარი შუალედურმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.


და მხოლოდ წელს 2024 წლის იანვარში, შანდუნის პროვინციის უზენაესმა სასამართლომ იგი გაამართლა და დაადგინა, რომ მან ფული ლიუსგან მიიღო არა შანტაჟით და გამოძალვით. არამედ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.


გარდა ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ ლიუმ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, ადათი და ზნეობრივი სტანდარტები სხვის ცოლთან დაწოლით. თუმცა, რატომღაც მისთვის სასჯელი არ დაუწესებიათ.


შენიშვნა:მთავარი ფოტო პირობითია

0
211
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0