ტექნოლოგიური სიახლეები ჩინეთში გამოსცადეს ზებგერითი სამგზავრო ლაინერი,რომელიც ორჯერ სწრაფი იქნება ტუ-144-ზე და "კონკორდზე" 1 ნოემბერი, 13:37
გასულ კვირას ჩინურმა კომპანია Space Transportation-მა (Lingkong Tianxing Technology) გამოაცხადა Yunxing ზებგერითი სამგზავრო თვითმფრინავის წარმატებული ფრენების ტესტირების შესახებ, წერს South China Morning Post-ი
თვითმფრინავის ტექნიკური მახასიათებლები საშუალებას იძლევა, ვიმედოვნოთ, რომ სრული ზომის ზებგერითი თვითმფრინავის პირველ რეისი შესრულდება უკვე 2027 წელს. ლაინერი პეკინიდან ნიუ-იორკში მგზავრების გადაყვანას 2 საათში შეძლებს ბგერაზე 4-ჯერ მეტი სიჩქარით.
პროტოტიპი გამოსცადეს შაბათს, 2024 წლის 26 ოქტომბერს. ძრავის მდგომარეობა ნოემბერში შეფასდება. Yunxing -ის გამოსახულების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას აქვს ორი უცნობი კონსტრუქციის ძრავა. კომპანიაში ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება არ გაკეთებულა. სავარაუდოდ, 4 მახის სიჩქარეს რომ მიაღწიო, პირდაპირი ნაკადის რეაქტიული ძრავები და მბრუნავი დეტონაციის ძრავების გამოყენებაც არის შესაძლებელი. 4 მახზე მეტი სიჩქარით ფრენა ნიშნავს, რომ Yunxing -ის თვითმფრინავი საბჭოთა Tu-144-სა და ბრიტანულ-ფრანგული Concordes-ზე ორჯერ მეტი სიჩქარით იფრენს. ეს არის სერიოზული გამოწვევა თვითმფრინავების ინდუსტრიაში, განსაკუთრებით სამოქალაქო ავიაციისთვის, რომელიც მოითხოვს ფრენის ფინანსურ ანაზღაურებას. პირველ რიგში სწორედ "ტუ-144"-ი და "კონკორდი" ულტრა ძვირადღირებულმა ფრენებმა დაასამარა, დანარჩენი კი წვრილმანი იყო. 144 2-ს მოსწონს
|