ჩხუბისთავი გოგოები ქალთა ფეხბურთში, აგრესია ქალთა ფეხბურთში და მისი გამომწვევი მიზეზები: ფსიქოლოგების მოსაზრება
1 ნოემბერი, 12:50
ქალთა ფეხბურთი, რომ ძალიან ყურებადი და სანახაობრივი სპორტია ამას მტკიცება არ ჭირდება. პროფესიონალურ ლიგებში მოთამაშე კლუბების შეხვედრებს ათეულ ათასობით მაყურებელი ესწრება. ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრებს კი იმდენი მაყურებელი ესწრება, რამდენიც ხშირად ძლიერი სქესის ფეხბურთელთა ნაკრებების შეხვედრებს არ ესწრება. უხეშობა და ჩხუბი სპორტის სახეობებში სიახლეს არ წარმოადგენს, ამ მხრივ არც ქალთა ფეხბურთია გამონაკლისი. რაგბში ბევრად ძლიერი "ჩხუბისთავები" არიან გოგოები, მაგრამ არც ფეხბურთელი გოგონები ჩამოუვარდებიან დიდად.
შარშან პანამის ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მოხდა სასტიკი ჩხუბი «პლასა ამადორისა» და «სპორტინგ სან მიგელის» გუნდების გოგონებს შორის, ერთერთ გოგონას ისე ჩაარტყა მოწინააღმდეგემ მუშტი, ნებისმიერ მოკრივეს შეშურდებოდა. დარტყმა იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ გოგონას ცხვირი გაუტყდა და ტვინის შერყევაც მიიღო.
სპორტულ სფეროში მოღვაწე ფსიქოლოგების აზრით ქალი სპორცმენები ხშირად ბევრად უფრო აგრესიულები არიან, ვიდრე მამაკაცები, რასაც ქალების გადაჭარბებული ემოციურობით და ფეთქებადი ხასიათით ხსნიან. მე არ ვიცი რაა ფეხბურთელი გოგონების აგრესიულობის მიზეზი, მაგრამ ამ ვიდეოებში გოგონები მამაკაცებზე უფრო, რომ უხეშობენ და ჩხუბობენ-ფაქტია.