x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
„რატომ გადაწყვიტეთ, რომ დამწკრივდეთ და სასაცილო რაღაცეები გვითხრათ? კისერიც გიტეხიათ“ - ნინო ჯანგირაშვილი
image

.

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი ოპოზიციის აქტიურობით უკმაყოფილია და სოციალურ ქსელში წერს:

.


ვინც გეგმას გპირდებათ არის სულელი, და ვინც გეგმას ელით და ითხოვთ ისინიც არანაკლებ. რა გეგმა? რა ვადიან გეგმას ითხოვთ? ერთკვირიანს? ერთთვიანს? თუ ერთწლიანს? რუსულ რეჟიმთან ომში ვართ შესული და ხვალ ვინ სად ვიქნებით არ ვიცით. ერთადერთი, რაც ერთმანეთს შეგვიძლია შევპირდეთ, ის არის, რომ სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებთ და თავს არ დავზოგავთ, უკან არ დავიხევთ.

.

ძვირფასო ოპოზიცია, მე არ ვიცი, რა ბმა გაქვთ თქვენ ხალხთან ემოციური თუ ინფორმაციული, და რატომ გადაწყვიტეთ, რომ უნდა დამწკრივდეთ და სასაცილო რაღაცეები გვითხრათ, რომ აი, გეგმა არის ის, რომ ორშაბათს უნდა მოვიდეთ და გვეტყვით გეგმას.

რას გვეტყვით? ვერ გექნებათ ვერანაირი გრძელვადიანი გეგმა, რატომ არ ხართ გულწრფელები? რატომ აღვივებთ ხალხში აპათიას და ნიჰილიზმს? რატომ იგდებთ თავს მასხრად? გამოდით და გულწრფელად თქვით: ხალხო, მაგარ ქაქში ვართ, როგორმე ერთად უნდა ამოვიდეთ აქედან. ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს, ჩვენ თავს არ დავზოგავთ, ინდივიდუალურად ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია, ის არის, რომ აი, ხვალ მივდივართ თითოეული ჩვენგანი და ცესკოში ვწერთ განცხადებას რომ შეგვიწყვიტოს სიის წევრობა. ჩვენი მხრიდან ეს არის ამ ეტაპზე იმის დემონსტრირება, რომ უკან არ ვიხევთ, გამოვა, არ გამოვა, არ ვიცით, ეს არ გამოვა, სხვა რამე გამოვა, დღეს არ გამოვა, ხვალ გამოვა, მთავარია ერთმანეთს ვენდოთ და ბოლომდე ერთად ვიბრძოლოთ, რომ ეს არჩევნები არ ჩაითვალოს ლეგიტიმურად. ნუთუ ძნელია ამის თქმა? თუ ძაააან ჭკვიანმა კონსულტანტებმა გირჩიეს, რაღაც იდუმალების ბურუსი შემოიხვიოთ? კისერიც გიტეხიათ, ასეთ კრიტიკულ ვითარებაში რომ არ იყოს ქვეყანა, მაგრამ ეს თქვენი არაგულწრფელობა პირდაპირ გვანადგურებს და მორჩით რა. - წერს ჯანგირაშვილი.

.

ამის შემდეგ კიდევ ერთი სტატუსი დაწერა.

.

ჩემი წინა სტატუსის მიუხედავად ოპოზიციაზე, ყველა შესაძლო მომენტში უნდა გავიდეთ ქუჩაში, ოპოზიცია დაგვიძახებს თუ გარებიძაშვილი, არ აქვს მნიშვნელობა. თუ ქუჩაში არ გამოვხატეთ, რომ ვაპროტესტებთ ამ არჩევნებს, ყველაფერი შერჩებათ. თუ დასავლეთმა არ დაინახა, რომ ჩვენ არ ვეგუებით გაყალბებას, ისიც არ მოიკლავს თავს და დაიკიდებს საერთოდ საქართველოს. მერე გვეტირება მართლა დედა. ამიტომ, ოპოზიცია როგორია, ამას არ აქვს მნიშვნელობა ამ მომენტში. ვაკრიტიკოთ, ოღონდ აპათიაში არ ჩავვარდეთ მათ გამო. ორშაბათს 19:00–ზე, მაინც რუსთაველზე! და ყოველ ჯერზე, ნებისმიერ დაძახებაზე.

,

0
281
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0