x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
12 წლის ბიჭი მხოლოდ ჰამბურგერს და ფუნთუშებს ჭამდა და დაბრმავდა
image

12 წლის ბიჭმა აშშ-ს მასაჩუსეტსიდან მხედველობა დაკარგა ორგანიზმში საკვები ნივთიერებების ნაკლებობის გამო. ამის შესახებ Daily Mail წერს.


ბავშვის ცუდი კვების მიზეზი ფსიქოლოგიური პრობლემები იყო: ბიჭს აწუხებს აუტისტური სპექტრის აშლილობა და შერჩევითი კვებითი დარღვევა. ამ დიაგნოზით ადამიანი თავს არიდებს კონკრეტულს საკვებს. შედეგად, ბიჭი მხოლოდ სწრაფი კვების მენიუდან ჭამდა: ფუნთუშები, ჰამბურგერი და კარტოფილი ფრი, ამას აყოლებდა წვენს მუყაოს ყუთებიდან. მისი კლინიკური შემთხვევა აღწერილია The New England Journal of Medicine-ში.


2024 წლის დასაწყისში ბიჭის მხედველობა გაუარესდა. თვენახევრის შემდეგ მშობლების დახმარების გარეშე სიარული აღარ შეეძლო, კედლების და კარების დახმარებით გადაადგილდებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბავშვმა დილით აბსოლუტურ სიბნელეში გაიღვიძა - ის დაბრმავდა. ექიმებმა გამოიკვლიეს ბიჭი და განაცხადეს, რომ არასწორი კვების გამო, მის ორგანზიმში აღარ იყო ის ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ მხედველობის ნერვების ფუნქციონირებას და ისინი ატროფირდნენ. მას დაუსვეს დიაგნოზი: A ვიტამინის, C ვიტამინის, D ვიტამინის, სპილენძისა და თუთიის დეფიციტი.


საავადმყოფოში ბავშვს დაუნიშნეს ვიტამინების კურსი და მათი დონე ორგანიზმში ნორმას დაბრუნდა. სპეციალისტების რჩევით მშობლებმა ბიჭი ფსიქოთერაპიაზე მიიყვანეს. ახლა უკვე შეუძლია ყველისა და მწვანე სალათის ჭამა. თუმცა, ექიმების თქმით, მას მხედველობა აღარ დაუბრუნდება.


კერძოდ, A ვიტამინის დეფიციტი არის შეერთებულ შტატებში ბავშვებში სიბრმავის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი.

ვიტამინი D ეხმარება თვალებს ცრემლების გამომუშავებაში, რაც გადამწყვეტია სიმშრალის თავიდან ასაცილებლად და მტვერის გამოდევნაში. სპილენძი და თუთია იცავს ბადურის უჯრედებს და სტრუქტურას, ხოლო ვიტამინი C იცავს თვალებს ულტრაიისფერი (UV) გამოსხივებისგან.

0
29
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0