საქართველო “ძლიერი საქართველოს“ ყოფილი წევრი მიმოწერის “სქრინებს“ ასაჯაროებს,სადაც ჩანს ის დირექტივები, რასაც ოპოზიციური კოალიცია ავალებდა დღეს, 13:00
ოზურგეთის საოლქო კომისიის წევრი “ძლიერი საქართველოდან“ თამუნა შიოლაშვილი, რომელმაც კოალიცია დატოვა, დღეს შიდა მიმოწერის სქრინებს ასაჯაროებს.იგი წერს, რომ აქ ჩანს ის დირექტივები და დავალებები, რომლებიც ოპოზიციური კოალიციიდან მოდიოდა.
საჩივრების მაქსიმალური რაოდენობის დაწერა ყველა საკითხზე, ხელოვნურად გამოწვეული ნეგატიური სტატისტიკის მიზნით, საარჩევნო პროცედურების ბოიკოტირება, ხელის შეშლა სხვადასხვა პროცედურისთვის, ეს არასრული ჩამონათვალია იმ მითითებების, რომელსაც საოლქო კომისიის უკვე ყოფილი წევრი, როგორც თავად ამბობს, პარტიიდან იღებდა. საუბარია მისიის წევრის დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობებზე და პირდაპირ ჩარევებზე. "ჩათის სქრინებს ვდებ იმიტომ რომ რაიმე გაურკვევლობა არ იყოს. აქ ჩანს რეალურად ის პროცესი რაზეც ვისაუბრე, სადაც დირექტივებია და ყოველგვარი მიზეზის გარეშე ხდება დავალებების მიცემა."-წერს სოციალაურ ქსელში თამუნა შიოლაშვილი. 237 1-ს მოსწონს
|