x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138386
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512063
2021 წელს რეფერენდუმის შედეგად შვეიცარიამ აკრძალა ჰიჯაბისა და ნიქაბის ტარება, ასევე იკრძალება ისლამის ოფიციალურ რელიგიად ცნობა

image
ევროპა შეაწუხა მიგრანტების უზარმაზარმა ნაკადმა სირიიდან თუ აფრიკის ქვეყნებიდან, თუმცა ტოლერანტობის აღიარებული დეკლარაციის გამო იძულებული არიან მიგრანტების მხრიდან აიტანონ ძარცვა, ძალადობა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დებოში, გახსოვთ ალბათ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გერმანელი ქალების მასობრივი გაუპატიურების საქმე, რომელიც ასე ვთქვათ "მიაფუჩეჩეს" და საქმემ ბოლოს ისეთი კომიკური ფორმა მიიღო, თითქოს მიგრანტი, მოძალადე არაბები და ფერადკანიანები გერმანელ ქალების მსხვერპლი ყოფილიყვნენ. სწორედ ამგვარ დამოკიდებულებას მიგრანტების მიმართ მოჰყვა მასიური გამოსვლები.

შვეიცარიამ მიგრანტების მხრიდან მსგავსი ტერორისგან თავის ასარიდებლად საკმაოდ ეშმაკური სვლა გააკეთა, მსოფლიოში მომრავლებული ტერაქტების მომიზეზებით ისლამის მიმდევარ ქალებს მოსთხოვა ჰიჯაბი და ნიქაბი მოეშორებინათ და ჩაეცვათ ნებისმიერი სახის ტანსაცმელი, რომელიც თვალსაჩინოს გახდიდა ადამიანის სახეს.
მიგრანტებმა სასტიკი პროტესტი გამოხატეს ამგვარი მოთხოვნის წინააღმდეგ. მაშინ ქვეყნის ხელისუფლებამ გამოაცხადა რეფერენდუმი ჰიჯაბის და ნიქაბის აკრძალვასთან საზოგადოების დამოკიდებულების გამოსავლენად.

რეფერენდუმში 51, 2%-ით გაიმარჯვეს აკრძალვის მომხრეებმა, შესაბა, ისად რეფერენდუმის შედეგს მიეცა კანონის სახე და აიკრძალა ჰიჯაბისა და ნიქაბის ტარება.
შვეიცარიის სახალხო პარტიის აქტიურობამ და ლოზუბგმა: "არა ექსტრემიზმს"-იმუშავა და სადღეისოდ ნებისმიერ ისლამის აღმსარებელს, განურჩევლად იმისა, ის შვეიცარიის მოქალაქეა, მიგრანტი თუ ტურისტი.
თუმცა კანონში არის რამდენიმე მუხლი, რომელიც მუსლიმ ქალს უფლებას აძლევს სახე დაიფაროს ნებისმიერი სახით სალოცავში, ასევე ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ატარონ პირბადე.

ყოველივე ამის პარალელურად შვეიცარიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა და კანონის ფორმა მისცა, ისლამის როგორც რელიგიის ცნობას.
ეს არ ნიშნავს, რომ ისლამის მიმდევრებს ლოცვას აუკრძალავენ, ისლამის მიმდევრებს დაწესებულებებში, ქუჩაში რიტუალური ლოცვა ეკრძალებათ. ნებისმიერს შეუძლია ილოცოს საკუთარ საცხოვრებელში, ასევე მეჩეთებში, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ქუჩაში, როგორც ეს ხდებოდა ადრე.

შვეიცარიის სახალხო პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც რეფერენდუმის დაწყებამდე ბანერებს აკრავდნენ ჰიჯაბის და ნიქაბის ტარების წინააღმდეგ.

image
როცა ნებისმიერი ქვეყნის ტურისტი ჩადის რიგ ქვეყნებში, ის ვალდებულია იქაურ კანონებს დაემორჩილოს, ჩაიცვას გრძელი კაბა, დაიფაროს სახე.
პირადად ვემხრობი საქართველომაც მიიღოს ამგვარი კანონი, თორემ ქუჩაში აჭარაში და როგორც ვიცი თბილისშიც ბლომად არიან ჰიჯაბიანი და ნიქაბიანი უცხოელი ქალები.
მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამო მაღალია ტერაქტების საფრთხე, მივიღოთ კანონი და ვაიძულოთ კანონის პატივისცემა ვისაც აქ ცხოვრება და დასვენება უნდა.
ადამიანს სახე უნდა უჩანდეს. ქემალ ათათურქმა თქვა თავის დროზე: "თვალების ადგილზე ამოჭრილი ტომრებით სიარული, სრული უმეცრება და გონებაში დავანებული სიბნელის ნიშანია".

მე ისლამის წინააღმდეგი არ ვყოფილვარ, არ ვარ და არც ვიქნები, მაგრამ რელიგიას არავინ არ უნდა იყენებდეს საფრად სხვისი უფლებების შესაზღუდად და შავბნელი საქმეებისათვის.




0
157
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
157