საზოგადოება "თუ ამას ვერ დავინახავ, ნამდვილად დავტოვებ ამ ქვეყანას” - რას წერს ზურა სიხარულიძე 30 ოქტომბერი, 9:26 ცნობილი ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:"ამ ეტაპზე ვწყვეტ ჩემი სოციალური აქტიურობას ამა თუ სხვა სოციალურ ქსელებში. ჩემი პროფესიის გამო, ჩემი მეგობრებისა და გამომწერების შორის არიან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები. როცა ჩემს პოზიციას გამოვხატავ, ისინი ხან ჩემს მომხრეებად იქცევიან, ხან – მოწინააღმდეგეებად. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ახლა უმჯობესია შევაჩერო აქტიურობა, რათა არც მე და არც სხვები არ დავიზიანდეთ.მინდა, ჩემი ქვეყანა იყოს ევროპული ოჯახის წევრი, სადაც ყველა მოქალაქესა და ადამიანს აქვს თანაბარი უფლებები და თავისუფლებები. თუ ამას ვერ დავინახავ, ნამდვილად დავტოვებ ამ ქვეყანას. 9 აპრილიდან დღემდე ვიბრძვი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ვაკეთებ ჩემს საქმეს და ვემსახურები სამშობლოს, როგორც ომში, ასევე მშვიდობიან პერიოდში. მე ვარ ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, მსურს თავისუფალი, გაერთიანებული და სუვერენული ქვეყანა. თუ ასე არ იქნება, მაშინ ჩემთვის აქ ადგილი აღარ იქნება."- ვკითხულობთ ზურა სიხარულიძის პოსტში.463 შეფასება არ არის |