x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138386
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512063
პენტაგონი შეშფოთებულია: ჩრდილოეთ კორეა აპირებს ოფიციალურად ჩაერთოს უკრაინის წინააღმდეგ ომში
image

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პრეს-მდივნის მოადგილემ საბრინა სინგხმა განაცხადა, რომ ფხენიანმა დაახლოებით 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა მოსკოვში წვრთნებში და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.


სინგხის თქმით, რომელსაც ციტირებს Associated Press-ი, ზოგიერთი სამხედრო ნაწილი უკვე გადამისამართებულია უკრაინის საზღვრებთან ახლოს სამხედრო ნაწილებში. პენტაგონის განცხადებით, ისინი კონფლიქტის ზონაში რამდენიმე კვირაში უნდა გაგზავნონ.


სინგხმა თქმით პენტაგონი „სულ უფრო შეშფოთებულია იმის გამო, რომ რუსეთი აპირებს გამოიყენოს ეს ჯარისკაცები საბრძოლველად ან კურსკის რეგიონში უკრაინული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციების მხარდასაჭერად“.



ოფიციალური პირის თქმით, თუ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები უკრაინის შემდგომ საომარ მოქმედებებში მონაწილეობას მიიღებენ, ჩრდილეთ კორეა ოფიციალურად განიხილება, როგორც მეომარი მხარე.


თავის მხრივ, The New York Times წერს“ რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა უკვე ემზადება თავდასხმებისთვის კურსკის რეგიონში კორეელი ჯარისკაცების მონაწილეობით. მაგალითად, ჯარისკაცებზე დაიწყეს უკრაინულ-კორეული თარჯიმნების განაწილება.


ამასობაში South China Morning Post-ი წერს, რომ დანაყოფი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 200 ჩრდილოეთ კორეელ რენეგატს, რომლებიც ცხოვრობენ სამხრეთ კორეაში, აპირებენ ჩავიდნენ უკრაინაში, რათა ფსიქოლოგიური ომი წამოიწყონ რუსეთში მყოფი ყოფილი თანამემამულეების წინააღმდეგ.


ჯგუფი შედგება ყოფილი ჯარისკაცებისგან 7-დან 10 წლამდე საბრძოლო გამოცდილებით, რომელთა მიზანია ჩრდილოეთ კორეის სამხედროების დეზორგანიზება და დემორალიზება.


ასევე მოცემულია სავარაუდო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, 69 წლის რენეგატის, An Chang Il-ის აზრი.


„ჩვენ მზად ვართ წავიდეთ იქ, სადაც საჭირო იქნება ფსიქოლოგიური ომის აგენტებად ვიმუშაოთ - დინამიკებით, ბროშურების გავრცელებით და თუნდაც მთარგმნელებად“, - თქვა მან.


სამხედრო მოსამსახურემ განმარტა, რომ ჯგუფის წევრებს უფრო კარგად ესმით სამხედრო კულტურა და ჯარისკაცების ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

0
114
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0