x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
ქმარმა ცოლს ძმასთან ინტიმის დროს შეუსწრო, ისიც საკუთარი დედის თანდასწრებით
image

ავსტრალიაში მამაკაცს პატიმრობა მიუსაჯეს ცოლზე და ძმაზე თავდასხმისთვის. ამის შესახებ Daily Mail წერს.


41 წლის დევიდ მაკალოხმა, ტასმანიის ქალაქ ბერნიდან, ჯეკინტა კინგთან შეხვედრა 26 წლის წინ დაიწყო. ახალგაზრდებს ისე უყვარდათ ერთმანეთი, რომ ერთმანეთის ტატუებიც კი გაკეთეს. ურთიერთობის პერიოდში მათ ოთხი შვილი შეეძინათ. თუმცა, წყვილმა ოფიციალურად მხოლოდ მხოლოდ ექვსი წლის წინ იქორწინა. ცოლ-ქმარი მამაკაცის დედის, სიუ მაკალოხის სახლში ცხოვრობდნენ.

image


შემთხვევა 28 მარტს მოხდა. დევიდი ტელეფონით ვერ დაუკავშირდა მეუღლეს, რომელიც დედამთილთან ერთად სახლიდან გავიდა, ანერვიულდა და საძებნელად წავიდა. მალე ავტოსადგომზე მათი მანქანა იპოვა.დედამისი სიუ იჯდა საჭესთან, ხოლო ცოლს დევიდის ძმასთან, ჯეიმისთან სექსი ჰქონდა უკანა სავარძელზე.

imageფოტოზე: ჯეიმი მაკალოხი


როგორც გაირკვა, ქალებმა სპეციალურად შეუარეს ჯეიმის, სანამ ავტოსადგომისკენ გაემართებოდნენ. სცენამ იმდენად გააბრაზა დეივი, რომ მან ჯერ ძმის, შემდეგ კი ცოლის ცემა დაიწყო. როდესაც ჯეიმმა გაქცევა სცადა, დევიდმა მანქანაში ჩადებული ნიჩაბით დაუწყო ცემა.. ჯეიმმა საბოლოოდ გაქცევა მოახერხა. შემდეგ დევიდმა ნიჩაბი დედამისის მანქანაზე გადაამტვრია, ტარი კი ცოლს რამდენჯერმე ჩაარტყა თავში.

imageფოტოზე: ძმები მაკალოხების დედა სიუ


დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, დევიდ მაკალოხი კი დააკავეს. მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ხელნაკეთი იარაღი, ასევე მარიხუანას პაკეტი აღმოაჩინა.

მამაკაცმა აღიარა, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობდა. მაკალოხი 7 მაისიდან პატიმრობაში იმყოფება. ვინაიდან ჩხუბის არც ერთი მონაწილე მძიმედ არ დაშავებულა, მოსამართლემ რქებდადგმულ ქმარს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უფრო მეტიც, 2025 წლის თებერვლიდან ის ციხის პირობით გათავისუფლებას შეძლებს.


imageფოტოზე: ცოლ ქმარი დევიდ მაკალოხი და ჯეკინტა კინგი

0
1035
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1035
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0