სხვა პროპაგანდის მინისტრის იოზეფ გებელსის ციტატები 29 ოქტომბერი, 12:43
29 ოქტომბერს დაიბადა პაულ იოზეფ გებელსი გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, პუბლიცისტი, გერმანული ლიტერატურის და ფილოსოფიის დოქტორი. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი მესამე რაიხის პერიოდში. 1933-1945 წ.წ. ეკავა სახალხო განათლების და პროპაგანდის რაიხსმინისტრის პოსტი.
მისი მრავალი მისი გამონათქვამი აქტუალურია და მომავალშიც ალბათ აქტუალური იქნება, რომელსაც აქტიურად იყენებენ პოლიტიკოსები და თუ პროპაგანდისტული მედია საშუალებები:
*წაართვით ისტორია ხალხს და ერთ თაობის შემდეგ ბრბოდ გადაიქცევიან, მეორე თაობაში კი ნახირივით გაკონტროლდებიან.(გებელსს მიაწერენ, თუმცა ციტატის ავტორობა დასაზუსტებელია) *ათასჯერ გამეორებული სიცრუე, ბოლოს სიმართლე ხდება." *პროპაგანდა უნდა იყოს პოპულარული და არა ინტელექტუალური. ინტელექტუალური ჭეშმარიტების ძიება არ არის პროპაგანდის ამოცანა. *მომეცით საინფორმაციო საშუალებები და ნებისმიერ ერს ღორების კოლტად ვაქცევ. *ჩვენ სიმართლისთვის კი არ ვიღვაწით, არამედ ეფექტისთვის. *პროპაგანდა ძალას კარგავს მაშინ, როგორც კი ის აშკარა ხდება. *ქვეყანას დასახლებული რასების ნაზავით, არ შეიძლება ეწოდოს ერი(ამბობდა აშშ-ზე) *ადამიანი იყო და რჩება ცხოველად. დაბალი თუ მაღალი ინსტინქტებით. სიყვარულით და სიძულვილით. მაგრამ ის მაინც ყოველთვის ცხოველად რჩება. *ხალხი რელიგიის გარეშე, ეს იგივეა, რაც ადამიანი სუნთქვის გარეშე.. 710 4-ს მოსწონს
|