თავის მოვლა დიეტა 2012, 22 ოქტომბერი, 20:59 რამდენ ადამიანსაც არ უნდა ჰკითხოთ რჩევა დიეტასთან დაკავშირებით იმდენივე განსხვავებულ რჩევას მოისმენთ და თანაც ყველა დაგარწმუნებთ, რომ მისი მეთოდი საუკეთესოა და აუცილებლად მიაღწევთ შედეგს. წონის პრობლემა დღესდღეისობით ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, მათ შორის მაწუხებდა მეც. ამ სტატიას არ დავწერდი, რომ არა საკუთარი გამოცდილება. ადრე ყოველთვის ვამბობდი რომ მე და სასწორი ვერასოდეს მოვახერხებდით ერთმანეთთან ურთიერთობის მოგვარებას, მაგრამ საბედნიეროდ ვცდებოდი. პირველ რიგში რაც დიეტის დაცვისას უნდა დაიმახსოვროთ ეს არის აუცილებლად ის, რომ დიეტა არ ნიშნავს შიმშილს. დიეტა გულისხმობს სწორ და დაბალანსებულ კვებას რა დროსაც აბალანსებ ცილებს, ნახშირწყლებს და ამ დაბალანსებული და ჯანსაღი კვების შედეგად იუმჯობესებ ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას რაც ხელს უწყობს წონაში კლებას. უამრავ დიეტებს შეხვდებით სადაც დიეტის ავტორები 10 დღეში 10 კილოს და მსგავსი წონის დაკლებას გთავაზობენ. ეს როგორც წესი არ არის მართალი და სულ რომ 20 კილო დაიკლო აუცილებელია დაიმახსოვრო რომ წონის სწრაფი კლება უფრო ადვილია ვიდრე მისი შენარჩუნება. თანაც რაც უფრო სწრაფად იკლებ წონაში, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა რომ დიეტის შემდეგ ორმაგად მოიმატებ წონაში და სტატისტიკაც ზუსტად ამაზე მიუთითებს. ასევე არაეფექტურია დიეტები რომლებიც გთავაზობენ რომ 1 თვის განმავლობაში ერთი სახის პროდუქტის მიღებით ადვილად დაიკლებთ წონაში. ბევრი რომ არ გავაგრძელო, შემოგთავაზებთ იმ წესებსა და საშუალებებს რისი დახმარებითაც 3 თვეში 17 კილო დავიკელი, ხოლო დიეტის შემდეგ უკვე 6 თვემდე გავიდა და წონას ძალიან ადვილად ვინარჩუნებ. მაშ ასე, აუცილებელია დიეტის დაწყების დღეს ავიწონოთ, რადგან სამომავლოდ გავარკვიოთ ეფექტური აღმოჩნდება თუ არა ჩვენს მიერ არჩეული დიეტა. სასწორთან ურთიერთობა საკმაოდ ინტიმური საკითხია. ზუსტი წონის გასაგებად აუცილებელია დილით შხაპის შემდეგ მხოლოდ საცვლების ამარა დავდგეთ სასწორზე და გავიგოთ ჩვენი რეალური წონა. ყოველივე ამის შემდეგ ვიწყებთ იმაზე ფიქრს თუ რა ვჭამოთ და რითი მოვიკლათ ეს საშინელი შიმშილის გრძნობა. საუკეთესო საშუალება დიეტის დაწყებისას წონაში დასაკლებად არის არაჟანი. რამდენიმე დღის განმავლობაში მიირთვით არაჟანი, დღეში 400-500 გრამი. გარდა იმისა რომ შიმშილის გრძნობას ადვილად მოგიკლავთ ცხიმების დაწვასაც შეყწყობს ხელს. ამ დიეტის დროს რაც ყველაზე საინტერესოა არ არის აკრძალული ჩაი და ყავა, თანაც შაქრით. ზოგიერთი ადამიანი შაქარს ჩაისა და ყავაში ვედროებით იყრის და რა თქმა უნდა ამას არ ვგულისხმობ. ერთი ჭიქა შაქრით ჩვეულებრივად შეგიძლიათ დალიოთ ყავა ან ჩაი დღეში ორჯერ ან სამჯერ. ან მიირთვათ რძიანი ყავა მაკკოფე. მომდევნო დღეების განმავლობაში დაახლოებით სამი ოთხი დღე იმისათვის რომ მოხდეს ორგანიზმში საჭირო რაოდენობის ცილის შენარჩუნება აუცილებელია მივირთვათ ცილოვანი პროდუქტი. ცილოვან პროდუქტად შეგვიძლია ავიღოთ სოსისი, მოხარშული ძროხის ხორცი ( უცხიმო ) და ა.შ. დასაწყისისათვის მოხარშული კვერცხი არ გამოგვადგება. რამდენიმე დღის შემდეგ გააგრძელეთ რძის პროდუქტის მიღება. დაახლოებით 10 დღის შემდეგ ვცვლით რაციონს და უცხომოდ მოხარშულ წიწიბურას ან ბრინჯს მივირთმევთ. თუ შეატყობთ რომ წონაში კლება შეფერხდა ერთი დღის განმავლობაში ვსვამთ მხოლოდ 1 ლიტრ რძეს და შესაძლებელია 3 კოვზი თაფლი გადავანაწილოთ დღის განმავლობაში. ასევე აუცილებელია გარდა აწონისა სანტიმეტრით გავიზომოთ იმ სხეულის ადგილების გარშემოწერილობა რომელშიც ყველაზე მეტად ვგრძნობთ ჭარბ წონას. დიეტის დროს დაახლოებით 3-4 დღეში როდესაც კუჭი ჩვეული ოდენობით ვეღარ იღებს საკვებს იწყებს სპეციალური ნივთიერების გამოყოფას რაც ასე ვთქვათ იცავს კუჭს შიმშილისაგან და გვიშლის ხელს დავიკლოთ წონაში. თანაც თუ ერთი კვირის განმავლობაში ვიკლებთ 3 კილოს მომდევნო ერთი კვირა ორგანიზმში არსებული ცხიმები ნაწილდება სხვადასხვა ორგანოსაკენ. შესაძლებელია წონაში არ დაიკლოთ არც ერთი გრამი, მაგრამ ვიზუალურად წონაში კლება საგრძნობი იყოს. შემდგომი პერიოდის განმავლობაში გემოვნებისდა შესაბამისად ვირჩევთ რძის პროდუქტს დაახლოებით 400-500 გრამს, მივირთმევთ მას დღის განმავლობაში. შემდგომი პერიოდისათვის ასევე ვირჩევთ სასურველ ბოსტნეულს, რომელსაც ვუთავსებთ ამ რძის პროდუქტს. ძალიან ეფექტურია 1 ლიტრი ანანასის წვენთან ერთად 2 მოხარშული კარტოფილი ან კვერცხი მიირთვათ დღის განმავლობაში. დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ ვიწყებთ ე.წ. ღალატის დღის გაკეთებას ორ კვირაში ერთხელ. რა თქმა უნდა ნორმალური და გონივრული რაოდენობით ვიღებთ იმ პროდუქტს რაც ყველაზე ძალიან გვენატრება. ეს ხელს უწყობს კუჭს არ მიეჩვიოს შიმშილს, ღალატის დღის დროს მომატებული თუნდაც 2 კილო მომდენვნო ორ სამ დღეში დაკლებულ 3-4 კილოდ იქცევა ხოლმე. ასევე ძალიან აქტუალურია დიეტების დროს ხილის თემაზე საუბარი. აუცილებელია ხილისა და ბოსტნეულის მიღებაც, რადგან ის კუჭის მოქმედებას უწყობს ხელს და წმენდს ორგანიზმს ზედმეტი მინარევებისაგან, თუმცა სასურვბელია არ მივიღოთ მაღაკლალორიული ხილი, ლეღვი, ბანანი, ყურძენი. ძალიან სასარგებლოა დიეტის დროს ვაშლის დღეების გაკეთება. დღის განმავლობაში 1, 5-2 კილოგრამი ვაშლის მიღება. დიეტიდან ერთი თვის შემდეგ ვიწყებთ წვნიანების რაციონში ჩართვას. თქვენთვის საყვარელი წვნიანი რა თქმა უნდა ბევრი ცხიმის გარეშე მოვამზადოთ და ნორმალური რაოდენობით მივირთვათ მთელი დღის განმავლობაში. სასურველი წონის მიღწევამდე დაახლოებით 7-8 კილო როდესაც გექნებათ დარჩენილი დაიწყეთ ფიზიკური ვარჯიშები, იარეთ ფეხით, გააკეთეთ პრესის ვარჯიშები და ა.შ. მე პირადად დიეტის დაწყებისას ფიზიკურ ვარჯიშს არ გირჩევთ, დიეტის დაწყებისას ისედაც რთულ მდგომარეობაში იმყოფება ადამიანის ორგანიზმი. და საბოლოოდ როგორ შევინარჩუნოთ დიეტის დასრულების შემდეგ წონა. ყველაზე დიდი პრობლემა დიეტის დასრულებიდან მეორე დღეს მაცივარზე თავდასხმაა რაც ყველაზე არასწორია. თავდაპირველად მოერიდეთ შემწვარ საკვებს. მიიღეთ მოხარშული. დაახლოებით 3-4 დღის შემდეგ რაციონში შემოიტანეთ პური, ოღონდ შეიძინეთ საფუარის გარეშე გამომცხვარი სერი პური. ასე განაგრძეთ დაახლოებით ორი ან სამი კვირა და თანდათან მიაჩვიეთ ორგანიზმი საკვების მიღებას და დამიჯერეთ დიეტის დაცვის შემდეგ წონის შენარჩუნების პრობლემა არ შეგექმნებათ. დაიმახსოვრეთ, შეუძლებელი არაფერია. უბრალოდ უთხარით თქვენ თავს რომ თქვენ ამას შეძლებთ, დაანებეთ თავი შიმშილს და იკვებეთ სწორად და დაბალანსებულად. შედეგს კი აუცილებლად დაინახავთ. გისურვებთ წარმატებებს. 1542 2-ს მოსწონს
|