x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
5 მსახიობი ქალი, რომელიც "თამამ" სცენებში თამაშს უპრობლემოდ თანხმდება

image


ზოგიერთი მსახიობი უყოყმანოდ თანხმდება თამამ და პროვოკაციულ სცენებში თამაშს. მათ არ აშინებთ საკუთარი რეპუტაციის შელახვა, ამიტომ არც რეჟისორებს უწევთ რაიმე განსაკუთრებული პირობების სანაცვლოდ მათი დაყოლიება. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 მსახიობ ქალს, რომელიც თავს სრულიად კომფორტულად და თავისუფლად გრძნობს "R"-რეიტინგის ფილმებში.





ელიზაბეთ ჰერლი


image


ელიზაბეთ ჰერლის სამსახიობო პორტფოლიოში არის რამდენიმე თამამი სცენა, რომელიც მის გულშემატკივარში ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე აჟიოტაჟსა და აღფრთოვანებას იწვევს. მსახიობი განსაკუთრებით დაუვიწყარი იყო ფილმში "ოსტინ პაუერსი: საერთაშორისო ადამიანი გამოცანა", სადაც მან მაყურებელზე შთაბეჭდილება თავისი წარმოუდგენელი ქარიზმითა და სილამაზით მოახდინა, და უნდა ითქვას რომ ჰერლი თამამ სცენებში მართლაც ბრწყინავდა.




კამერონ დიასი


image


ამ მოხდენილმა, ქერათმიანმა ლამაზმანმა თავი არა მხოლოდ "საოჯახო ვიდეოში", არამედ სხვა პროექტებშიც გამოიჩინა. თაყვანისმცემლებს ახსოვთ კამერონის ცეცხლოვანი ცეკვა "ჩარლის ანგელოზებში", ისევე როგორც თამამ საცურაო კოსტუმში გამოწყობილი მისი ლამაზი სხეული ფილმში "სხვა ქალი".






რეიჩელ მაკადამსი


image


რეიჩელს კამერის წინ ნახევრად შიშველი პოზირების სულ არ ერიდება. მისი მონაწილეობით თამამი სცენები შეგიძლიათ იხილოთ ფილმებში "დაუმორჩილებლობა" და "ფიცი", თუმცა მისი კინო მიღწევებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი სცენა - რომანტიკული კადრებია ფილმ "უბის წიგნაკიდან", რომელმაც კინოს სამყაროში მართლაც დაუვიწყარი კვალი დატოვა.




მეგან ფოქსი

image


მსახიობმა მსოფლიო პოპულარობა ფილმ "ტრანსფორმერებში" შესრულებული მიკაელა ბეინსის როლით მოიპოვა. მეგანს არაერთხელ გამოუვლენია გამბედაობა თამამ სცენებში თამაშით. მაგალითად, "ვნების თამაშში" მეგან ფოქსი მაყურებელმა ნახევრადშიშველი იხილა, ხოლო ფილმმა "ჯენიფერის სხეული" ზედმეტად თამამი სცენების გამო მწვავე დისკუსიებიც კი წარმოშვა.





ჯენიფერ ლავ ჰიუიტი


image


"გულების მტეხველნი", "კარიერისტის დღიური", "კლიენტთა სია" - ეს მხოლოდ რამდენიმე ფილმია, რომელშიც ჯენიფერი ნახევრად ჩაცმული გამოჩნდა. 2013 წელს მსახიობმა განაცხადა რომ დაიღალა მაცდური საცვლების ტარებით და ამპლუის შეცვლა სურდა. ოჯახური თანაცხოვრებისთვის აღებული პაუზის შემდეგ 2018 წელს მაყურებლებმა ჯენი სერიალში "9-1-1" სამაშველო სამსახურში მომუშავე სატელეფონო "ფუმფულა" ოპერატორის როლში იხილა.









0
457
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
457