x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსეთში სურთ აკრძალონ პუშკინის ზღაპარი ლგბტ პროპაგანდის გამო
image

სოციალური აქტივისტები თავს დაესხნენ პუშკინის ზღაპარს "ზღაპარი მეფის მკვდარი ასულისა და შვიდი დევგმირისა".


სოციალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ იდენტიფიკაციას არ ახდენენ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს შესთავაზეს "ზღაპარი მეფის მკვდარი ასულისა და შვიდი დევგმირისა"აკრძალვას რომლის ავტორია ალექსანდრე პუშკინი.


მიზეზი, როგორც მიმართვაშია ნათქვამი, არის "ორაზროვანი" ფრაზა, რომელიც ჟღერს კლასიკოსის შემოქმედებაში.



ამგვარად, მითითებულია, რომ სტრიქონი „ულვაშებზე ჩამომეღვარა, მაგრამ პირში არ ჩამივიდა“ შეიცავს ფარულ მნიშვნელობას და ლგბტ* პროპაგანდას.


სოციალური აქტივისტები უკვე დაუკავშირდნენ რუსეთის კულტურის სამინისტროს.


რუსეთის დუმაში ამ წინადადებას ირონიით გამოეხმაურნენ. დეპუტატის, ვიტალი მილონოვის თქმით, სოციალური აქტივისტები არიან "უბრალოდ ადამიანები, რომლებიც შეცდომაში არიან შესულები".


„ხანდახან გადააწყდები ისეთ საზოგადო მოღვაწეს და თმები ყალყზე დაგიდგება, რეები ეჩევნებათб ზოგს ვიწრო შარვალი აცვია, ზოგს ულვაშებზე რაღაც ჩამოსდის“, - სარკასტულად განაცხადა პარლამენტარმა.


მილონოვმა დუმას სთხოვა, რეაგირება არ მოეხდინა ინიციატივაზე და მსგავს სულელურ ინიციატივებზე.


თავის მხრივ, ცნობილმა ადვოკატმა ალექსანდრე დობროვინსკიმ გაიხსენა ალექსანდრე გრიბოედოვის ფრაზა "ვაი ჭკუისაგან", პარალელურად მოუწოდა წაიკითხონ კლასიკა, რათა გაიგონ კულტურული კოდი და რაზეა საუბარი.


მან აღნიშნა, რომ ზღაპარი სადილის სიმულაციას ეხება ბოროტი სულების მოსატყუებლად და სიცოცხლის გადასარჩენად. დობროვინსკი თვლის, რომ სიტყვები არ უნდა იყოს ამოგლეჯილი კონტექსტიდან.


ალექსანდრე პუშკინის პოემა-ზღაპარი "ზღაპარი მეფის მკვდარი ასულისა და შვიდი დევგმირისა" დაწერილია 1833 წელს სოფელ ბალშოე ბოლდინოაში, პოემა-ზღაპარში გამოყენებულია რუსული ხალხური ზღაპრების მოტივები.

0
449
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
449
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0