საბავშვო ნამდვილი ალისა ჯადოსნური ქვეყნიდან 2013, 26 აპრილი, 11:35 "ალისა ჯადოსნური ქვეყნიდან" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო ნაწარმოებია მსოფლიოში, თუმცა ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ლუის კეროლის ამ ბრწყინვალე ნაწარმოების პროტოტიპი ნამდვილად არსებობდა.ეს იყო ალისა ლინდენი, იგი ჰენრი ლინდენის მეოთხე შვილი იყო, ჰენრი ფილოლოგი იყო და ოქსფორდის კოლეჯში დეკანის თანამდებობა ეკავა.ალისამ დიდხანს და ბედნიერად იცხოვრა, 28 წლის გათხოვდა, ჰყავდა 3 შვილი, 2 მათგანი პირველ მსოფლიო ომში დაეღუპა, ალისა 82 წლის ასაკში გარდაიცვალა საკუთარ სახლში ვასტერჰემში 1934 წელს.თავიდან ზღაპარს ლუის კეროლმა "ალისას თავგადასავალი მიწისქვეშ უწოდა", ეს ხელნაწერი 1926 წელს აუქციონზე 15400 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა, ამჟამად ხელნაწერი ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში ინახება.ქვემოთ გთავაზობთ ალისას ფოტოებს, გადაღებულებს თვითონ ლუის კეროლის და მარგარეტ კამერონის მიერ. 208 3-ს მოსწონს
|