x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ოპოზიციას მანდატების და სიის გაუქმებას სთხოვენ, თუმცა კონსტიტუციით ეს შეუძლებელია
image

.

რადიკალური ოპოზიცია არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს და ამბობს, რომ ახალ პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ამისათვის აუცილებელია საარჩევნო საპარლამენტო სიები გაუქმდეს, რადგან სამომავლოდ რომელიმე ოპოზიციონერს წარსულის მსგავსად ამჯერადაც არ წაუცდეს ფეხი პარლამენტში შესასვლელად.



წინა საპარლამენტო არჩევნებსაც თავდაპირველად ოპოზიცია აპროტესტებდა და პარლამენტში არ შედიოდა. რამდენიმემ ჩახსნა საპარლამენტო სიებიც, მაგრამ საბოლოოდ პარლამენტი მაინც შედგა.


.

ამჯერად, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ კანონის თანახმად ეს შეუძლებელია და ის არგუმენტებსაც ასახელებს.

.

"ოპოზიცია სიებს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ვერ ჩახსნის.კანონით სიების ჩახსნა შესაძლებელია (1) არჩევნებამდე ან (2) პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ.პირველი ვადა გასულია, რაც შეეხება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტი იწყებს მუშაობას, ოპოზიციონერი დეპუტატები უკვე პარლამენტის წევრები არიან და მხოლოდ სიის ის წევრები შეუძლიათ ჩახსნან, რომლებიც პარლამენტში ვერ შევიდნენ"..




ელისო კილაძე:


"გახარია პირობაზე როგორ ხარ, კოალიციას უკრავ თუ არ უკრავ ქოცებს?

შედიხარ თუ არ შედიხარ პარლამენტის პირველ სხდომაზე?

სადღეგრძელოები არ გვინდა-პასუხი გვჭირდება, ან კი, ან არა..."



ნინო ჯანგირაშვილი:


"რადგან ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ: თუ რომელიმე ოპოზიცია ამბობს, რომ არ აღიარებს არჩევნებს და ბოიკოტშია თუ რა ვიცი, რაც არის, ეგრევე უნდა წავიდეს და ჩახსნას სია, გაიუქმოს რეგისტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ტყუილად ნუ შეარხევთ ჰაერს თქვენი ლაპარაკით და ჩვენც ნუ დაგვღლით. დიახ, თუ ოთხი ბარიერგადალახული პარტია გაიუქმებს რეგისტრაციას პარლამენტი ვერ შედგება. თუ არ გაიუქმებენ და უბრალოდ იკეკლუცებენ, შევა ქოცი პირველ სხდომაზე, აღიარებს ყველა დანარჩენის უფლებამოსილებას და პარლამენტიც ლეგიტიმურად ჩაითვლება. ჩვენ გამოვალთ ქუჩაში და დაგვარბევს ხარება. თქვენ აქციებს მორცხვად აქეთ-იქიდან შორიახლო ჩაუვლით თქვენი პარტიული დროშებით. დაიწყება უსაშინლესი ტერორის და გარუსების წლები. მოკლედ, პარლამენტის ბოიკოტირების ხსენებაც კი არ მინდოდა, ისე მწარედ მახსოვს 4 წლის წინანდელი ამბები. მაგრამ, მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ 4 პარტიას შეუძლია ამ უბედურებისგან გადაგვარჩინოს. თუ ამას არ იზამთ და ერთი ადგილის თამაშს დაიწყებთ, თან უკან დასახევ გზებსაც დაიტოვებთ, აქციებზე ნუ დაგვიძახებთ. თქვენი დაძახება არ გვჭირდება, ჩვენ თვითონ შევეცდებით რამე მოვიფიქროთ ამ უბედურებიდან თავის დასაღწევად.


P.S. ვიცით, რომ რეგისტრაციის გაუქმება პარტიის დაფინანსების შეწყვეტას ნიშნავს, ყველა პრივილეგიის დაკარგვას, რაც ბარიერის გადალახვით მოიპოვეთ. სწორედ ამიტომ, უნდა დაგვანახოთ, რომ ახლა, როცა მართლა ქვეყნის ბედი წყდება, თქვენც ბოლომდე წვავთ უკან დასახევ ხიდებს და ჩვენთან ერთად ომში მოდიხართ გამარჯვების რწმენით!"

  • .
0
228
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0