x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს არის მიზეზები რატომაც საარჩევნო მეწყერი არ მოხდა - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ფედერალისტების" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმ 3 მიზეზს ასახელებს რის გამოც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით "ქართული ოცნება" ლიდერობს:


"არ ვიცი რა უნდა ვთქვა და ამიტომ არ ვამბობ არაფერს.


საბოლოო შედეგები რომ დაიდება, დამკვირვებლების და ოპოზიციის ახსნებსაც რომ მოვისმენ, მერე ვიტყვი სათქმელს.


1. ომის შიში.


2. ნაქირავები ხალხით შეჯიბრი.


3. უშინაარსო, ოლიგარქიული ოპოზიციია


ეს არის მიზეზები რატომაც საარჩევნო მეწყერი არ მოხდა.


სხვა არაფერი ვიცი - დარღვევებზე ინფორმაცია სანამ არ მექნება."- ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის პოსტში.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 26 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს 52.99%-ით, ხოლო ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს, ჯამში 38.4% მიიღეს.


შედეგები შეიძლება შეიცვალოს, რადგან ცესკომ კიდევ უნდა დათვალოს ელექტრონული უბნების დარჩენილი 3% და ასევე იმ ამომრჩევლების ხმების 10%, რომელთაც ხმა ტრადიციული მეთოდით მისცეს საზღვარგარეთ და საქართველოს შორეულ და მთიან რეგიონებში. საბოლოო ოფიციალური შედეგები სავარაუდოდ 27 ოქტომბერს დილით გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც ყველა ბიულეტენი – როგორც ელექტრონულ, ისე არაელექტრონულ უბნებზე – ხელით დაითვლება.








0
887
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
887