სხვა ვინაა ყველაზე მდიდარი მათხოვარი? 26 ოქტომბერი, 14:34
მას ბჰარატ ჯაინი ჰქვია და როგორც ღატაკმა მუმბაის ქუჩებში მათხოვრობა დაიწყო და არ არსებობს რაიმე ჯადოსნური ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ააწყო მან თავისი ბიზნესი მათხოვრობით.უბრალოდ ის მათხოვრობდა და ახლაც მათხოვრობს
მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მათხოვარის ისტორია ის ძალიან ღარიბ ოჯახში დაიბადა, ამიტომ სკოლის დამთავრების შანსიც კი არ ჰქონდა. უფრო მეტიც, მუმბაიში ცხოვრება საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომ ოჯახს მისთვის თითქმის არაფრის გაკეთება შეეძლო. როცა შიოდა, სკოლაში წასვლის ნაცვლად ქუჩებში სიარული და მათხოვრობა დაიწყო. ამას აკეთებდა დღეში 10-12 საათის განმავლობაში. თანდათანობით, მათხოვრობიდან მისმა ყოველთვიურმა შემოსავალმა მიაღწია 60, 000–75, 000 ინდურ რუპიას (700-850 აშშ დოლარი). ჩვეული მათხოვრობის ადგილებია ჩატრაპატი შივაჯის რკინიგზის სადგურთან და აზად მეიდანის სპორტულ მოედანთან. ორივე ეს ადგილი მუმბაიში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია. სადგურის ირგვლივ დღედაღამ ათასობით მგზავრი მოძრაობს, ამიტომ სამათხოვროდ ძალიან კარგი ადგილი აირჩია. გასაკვირია, რომ წლების განმავლობაში მისი შემოსავალი მხოლოდ იზრდებოდა. ასე რომ, მან შეძლო 7, 5 მილიონი ინდური რუპიის შეგროვება, რაც თითქმის მილიონ აშშ დოლარს უდრის. ინდოეთში საშუალო კლასის მოქალაქეებსაც კი, რომლებიც დღეში რვა-ათ საათს მუშაობენ, არ აქვთ ასეთი სიმდიდრე. ამბობენ, რომ ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მათხოვარია, თუმცა ეს ოდნავ გულუბრყვილოდ გამოიყურება, რადგან ბევრმა არ იცის, რა უზარმაზარი თანხები ტრიალებს ამ სფეროში. რამდენად მდიდარია ეს "ღატაკი" კაცი? ის ფლობს ბინას საცხოვრებელ კომპლექსში მუმბაის რაიონ პარელში, არჩენს ცოლს, ორ ვაჟს, ძმას და მამას. მან ასევე იყიდა ოროთახიანი ბინა, რომელსაც აქირავებს, ასევე გაქირავებული აქვს ორი მაღაზია, რომელსაც მისთვის სტაბილური 400 დოლარს მოაქვს. კარგია, რომ მას იმდენი ჭკუა ყოფნის, რომ შვილებსაც არ ამათხოვრებს, არამედ სკოლაში ინგლისურ სკოლაში დაჰყავს მიუხედავად მისი ოჯახის მრავალი თხოვნისა, შეწყვიტოს მათხოვრობა, ბჰარატი მაინც ატარებს დღეში 10-12 საათს ინდოეთის ფინანსური მეტროპოლიის ქუჩებში. რა თქმა უნდა, მაღაზიებს მათხოვრობაზე ნაკლები შემოსავალი შემოაქვს. ნებადართულია თუ არა ინდოეთში მათხოვრობა? ინდოეთში არ არსებობს ცენტრალური კანონი, რომელიც სჯის მათხოვრობას. მაგრამ რამდენიმე შტატს აქვს საკუთარი კანონები მათხოვრობის წინააღმდეგ, რომელიც შეიქმნა „ბომბეის მათხოვრის პრევენციის აქტის“ მიხედვით, 1959 წ. ამ კანონის მიხედვით, „მათხოვარი“ არის პირი, რომელსაც არ აქვს თვალსაჩინო სახსრები არესებობისათვის, ხოლო „მათხოვრობა“ მოიცავს საზოგადოებრივ ადგილას მათხოვრობას ან მოწყალების მიღებას. ეს კანონი ასევე აძლევს პოლიციას უფლებამოსილებას დააკავოს ან გააძევოს ნებისმიერი მათხოვარი ორდერის გარეშე. 512 3-ს მოსწონს
|