x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138391
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512063
რატომ შემცირდა ჩინეთში გერმანული ავტომობილების გაყიდვა?
imageBloomberg-ის ცნობით, მესამე კვარტლის ბოლოს ჩინეთში უმსხვილესი გერმანული ავტომობილების გაყიდვებმა მნიშვნელოვნად იკლო. ადგილობრივი მყიდველები უპირატესობას ანიჭებენ უფრო ტექნოლოგიურად მოწინავე და იაფ ადგილობრივ მოდელებს. ამ ვითარებამ შეიძლება უარყოფილითი გავლენა მოახდინოს ავტოკოცერნებზე და საერთოდ ავტომობილების მსოფლიო ბაზარზე.


ბოლო კვარტალში BMW-ზე მოთხოვნა 30%-ით შემცირდა. პორშეს გაყიდვები 19%-ით დაეცა, ფოლკსვაგენს 15%-ით, მერსედეს ბენცს 13%-ით. ამავდროულად, სეგმენტი რომლებიც ორიენტირებული იყო გერმანულ მანქანებზე, სულაც არ მცირდება. უბრალოდ, მომხმარებლები გადაერთნენ ადგილობრივ ბრენდებზე.


ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფასია. Volkswagen ID.3 ჩინეთში 18, 3 ათასი დოლარი ღირს, მისი კლასის BYD Dolphin კი 14, 1 ათასად არის შეფასებული. BMW iX1, რომელიც 42, 2 ათასი დოლარი ღირს, ნამდვილად ვერ გაუწევს ფასის მიხედვით კონკურენციას Xpeng G6-ს, რომელიც 28, 1 ათასი ღირს. ხოლო Mercedes-Benz EQE SUV- 71, 8 ათასად - Nio ES6-ს 55, 8 ათასად.

image


გარდა ამისა, ჩინური მოდელები უფრო მიმზიდველია სხვა ასპექტებით: ენერგიის რეზერვი, დინამიკა, დიზაინი, პარამეტრების შესაძლებლობებით და დისპლეის ზომა.


პანდემიამდე გერმანული ავტომწარმოებლები ჩინეთის ბაზრის 25%-ს ფლობდნენ. ახლა ეს მაჩვენებელი 15%-მდე დაეცა და კლებას განაგრძობს. თუ გავითვალისწინებთ მხოლოდ ელექტრომობილების სეგმენტს, მაშინ მასში დომინირებენ ჩინური ბრენდები და ყოველთვიურად აძლიერებენ პოზიციებს.


როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ 2009 წელს ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებელი გახდა და ამჟამად მეორე ადგილზე მდგარ აშშ-ს თითქმის სამჯერ უსწრებს: წელიწადში 30 მილიონზე მეტი ავტომობილის გამოშვებით.



ფოტოებზე:Mercedes-Benz EQE SUV(მთავარზე) და ჩინური - Nio ES6

0
54
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0