x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
ფოტოგრაფის 15 ნამუშევარი, რომელიც 75 წლის მანძილზე კატებს იღებდა

დღეს კატები, ინტერნეტის ნამდვილი ვარსკვლავები არიან. თუმცა ისინი, უმრავლესობის ფავორიტები, ჯერ კიდევ, სოციალური ქსელის გაჩენამდე გახდნენ... და ერთ–ერთი პირველი, ვინც მათი "გაპიარება" დაიწყო, ამერიკელი ფოტოგრაფი უოლტერ ჯორჯ ჩანდოჰა (1920–2019 წ.) იყო. მან საკუთარი ცხოვრების 75 წელი, კატებს მიუძღვნა და სწორედ კატებმა მოუტანეს მას პოპულარობა. შესაძლოა, მისი რამდენიმე ფოტო ნანახიც გქონდეთ, მაგრამ არ იცოდით, რომ მისი ავტორი ჩანდოჰა არის.

უოლტერ ჩანდოჰა ნიუ–ჯერსიში დაიბადა და ფოტოების გადაღება ბავშვობიდან უყვარდა. ის ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში, ილუსტრატორის ასისტენტად მუშაობდა და კამერასთან და ფოტოფირთან მუშაობა ისწავლა. 40–იანი წლების დასასრულს, ის საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა და მარკეტოლოგის პროფესიის დაუფლება დაიწყო. თუმცა, სწავლას გული ვერ დაუდო, რადგან იმ დროს, ის ყველაზე მეტად ფოტოგრაფიით და კატებით იყო გატაცებული...
ერთხელ, როდესაც სასწავლებლიდან სახლში ბრუნდებოდა, თოვლში კნუტი იპოვა... და ამ დღემ, მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა: უოლტმა კნუტი სახლში წაიყვანა. როდესაც ის გაშრა და გათბა, – გააქტიურდა და თამაში დაიწყო.
ხოლო, უოლტერმა მისი გადაღება დაიწყო... და ამ ფოტოებმა, მას პოპულარობა მოუტანა და მარკეტოლოგიას თავი, სამუდამოდ დაანება.
მალე მისი ფოტოები ყველგან გამოჩნდა: პლაკატებზე, საკვების პაკეტებზე, საბავშვო პაზლებზე... კატების მოყვარული ფოტოგრაფი 5 წლის წინ გარდაიცვალა და არქივი დატოვა, რომელშიც 225 ათასი ფოტო იყო, მათგან 90 ათასი ― კატის.
კატების გარდა, უოლტერ ჩანდოჰა ძაღლებს, ბუნებას და ქალაქის ქუჩებს იღებდა. მაგრამ, თავის მთავარ მოდელებად, სწორედ კატები აქცია მან.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


imageარხის სხვა სიახლეები:


* 12 საოცარი ფაქტი მსოფლიო ოკეანის შესახებ

* 1 წლის ძაღლი, ან კატა, უკვე "თინეიჯერია" – გაიგეთ თქვენი შინაური ცხოველის ასაკი, ადამიანის ასაკთან შეფარდებით

* შერონ სტოუნი რომ არა, შესაძლოა, ლეონარდო დიკაპრიო მსახიობი არ ყოფილიყო

* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას



0
369
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
369
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0