ფოტოგრაფია ფოტოგრაფის 15 ნამუშევარი, რომელიც 75 წლის მანძილზე კატებს იღებდა 26 ოქტომბერი, 8:43 დღეს კატები, ინტერნეტის ნამდვილი ვარსკვლავები არიან. თუმცა ისინი, უმრავლესობის ფავორიტები, ჯერ კიდევ, სოციალური ქსელის გაჩენამდე გახდნენ... და ერთ–ერთი პირველი, ვინც მათი "გაპიარება" დაიწყო, ამერიკელი ფოტოგრაფი უოლტერ ჯორჯ ჩანდოჰა (1920–2019 წ.) იყო. მან საკუთარი ცხოვრების 75 წელი, კატებს მიუძღვნა და სწორედ კატებმა მოუტანეს მას პოპულარობა. შესაძლოა, მისი რამდენიმე ფოტო ნანახიც გქონდეთ, მაგრამ არ იცოდით, რომ მისი ავტორი ჩანდოჰა არის. უოლტერ ჩანდოჰა ნიუ–ჯერსიში დაიბადა და ფოტოების გადაღება ბავშვობიდან უყვარდა. ის ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში, ილუსტრატორის ასისტენტად მუშაობდა და კამერასთან და ფოტოფირთან მუშაობა ისწავლა. 40–იანი წლების დასასრულს, ის საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა და მარკეტოლოგის პროფესიის დაუფლება დაიწყო. თუმცა, სწავლას გული ვერ დაუდო, რადგან იმ დროს, ის ყველაზე მეტად ფოტოგრაფიით და კატებით იყო გატაცებული... არხის სხვა სიახლეები:* 12 საოცარი ფაქტი მსოფლიო ოკეანის შესახებ* 1 წლის ძაღლი, ან კატა, უკვე "თინეიჯერია" – გაიგეთ თქვენი შინაური ცხოველის ასაკი, ადამიანის ასაკთან შეფარდებით* შერონ სტოუნი რომ არა, შესაძლოა, ლეონარდო დიკაპრიო მსახიობი არ ყოფილიყო* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას369 2-ს მოსწონს
|